თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

მაშველებმა 3 კუბელი გადაარჩინეს, რომლებიც თვეზე მეტი უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდნენ

აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ბაჰამებზე, ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე 3 ადამიანი გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ისინი ჰაერში რუტინული პატრულირებისას შეამჩნიეს. სანაპირო დაცვის ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებისთვის აღჭურვილი არ იყო, ამიტომ კუნძულზე მყოფებისთვის მხოლოდ წყლის, საკვების და რაციის მიწოდება შეძლეს, რის შემდეგაც დახმარება გამოიძახეს.

საუბრისას გაირკვა, რომ კუნძულზე გარიყულები კუბელები იყვნენ. 2 კაცი და ქალი კუნძულზე მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც მათი ნავი ჩაიძირა. მათ კუნძულზე 33 დღე გაატარეს და ძირითადად ქოქოსებითა და ვირთხებით იკვებებოდნენ.

ჯგუფი ფლორიდის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ მათ ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ. ამის შემდეგ კაცები და ქალი აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა