თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

კოვიდინფიცირებულმა, საავადმყოფოდან გაქცევის მიზნით, საწოლს ცეცხლი წაუკიდა

ხანძარი ესპანეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში. ქალაქ კადისში კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა საავადმყოფოდან გაქცევის მიზნით ცეცხლი პალატაში საწოლს წაუკიდა.

ესპანური მედიის ცნობით, 63 წლის მამაკაცმა ცეცხლის გასაჩენად სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენა. მოგვიანებით პირი პოლიციამ დააკავა.

ხანძრის გამო გამოცხადდა შენობის მეექვსე და მეშვიდე სართულზე მყოფი პირების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა