თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

აზერბაიჯანში ელექტრონული პირბადე შექმნეს

აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა ელექტრონული პირბადე შექმნეს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

პირბადეს, სახელწოდებით E-Mask, დაცვის ელექტრონული სისტემა აქვს. ნიღაბი სპეციალური მიკროსქემით იმართება. ნიღბის წინა ნაწილში ელექტრონული მოწყობილობა მდებარეობს, რომელიც ვირუსებს შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ვირუსებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში პირიდან და ცხვირიდან შეღწევა სურთ, სპეციალური დამცავი მემბრანა აჩერებს და მათ ანადგურებს. პირბადე მრავალჯერადია და მისი დეზინფიცირება ძალზე მარტივია. ამ მოწყობილობის გარდა, მასზე სპეციალური ეკრანის დაყენება იგეგმება, რომელიც ენერგიის წყაროს დამუხტვის დონეს და ადამიანის სხეულის ტემპერატურას აჩვენებს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანში სპეციალური დამცავი ფარის წარმოება იგეგმება, რომელიც 3D პრინტერზე არის დაბეჭდილი. ფარი ორი ნაწილისგან შედგება - დამცავი გამჭვირვალე წინა ნაწილისგან და „გვირგვინისგან“. ამ ფარის გამოყენება იგეგმება ექიმების, გამყიდველების, მოლარეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა