საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. ამ წუთებში წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოში იკრიბებიან.
როგორც ცნობილია საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები არ გაუსაჯაროებია. არსებული ინფორმაციით, სინოდის წევრების ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვაქცინაცია იქნება.
„ბუნებრივია მაქვს აზრი იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ, სინოდის წევრებიც შესაძლოა ასე ფიქრობდნენ. იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს სინოდის წევრი.