დღევანდელი სინოდის ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, ვაქცინაცია იქნება - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმორდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი სინოდის ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, ვაქცინაცია იქნება.
"მე ვფიქრობ, ერთერთი საკითხი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია როგორი იქნება, უბრალოდ ეს მხოლოდ ვარაუდია. ალბათ, მე მგონია, რომ იქნება. არავითარ შემთხვევაში ვაქცინაციას არ შეიძლება ზნეობრივი შეფერილობა ჰქონდეს. ვთქვათ, მაგალითად, ვიღაც აიცრის და რაღაცაშია დამნაშავე, ან არ აიცრის - ის არის დამნაშავე. ეს არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი, როგორც აქამდე იყო", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
11 თებერვალს წლის პირველი სინოდის სხდომა იმართება. რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები, ჯერჯერობით უცნობია.