თეგებით ძიება

წმინდა სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 2 საათზე მეტია გრძელდება.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უცნობია რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები სხდომაზე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრება.

„სინოდის სხდომა დაიწყო. სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრება. მდივანი დანიშნულია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, უკვე დაიწყეს საკითხებზე მსჯელობა. სხდომა ალბათ რამდენიმე საათი გასტანს“, - აცხადებს ჯაღმაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა