თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

არასწორი შპრიცების გამო იაპონიაში კოვიდვაქცინაციის პროცესს საფრთხე ემუქრება

იაპონიაში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო 144 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა, ეს პროცესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის შპრიცები კოვიდვაქცინაციისთვის. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სტანდარტული შპრიცის მეშვეობით Pfizer-ის ვაქცინის ამპულიდან პრეპარატის მხოლოდ 5 დოზის ამოღებაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც თითოეულ ფლაკონში ვაქცინის 6 დოზა ინახება.

ამ პრობლემის გამო ქვეყანაში კოვიდვაქცინაციის პროცესი შეიძლება ჩავარდეს. 144 მლნ დოზის მეშვეობით 72 მლნ ადამიანის აცრა იგეგმებოდა, რადგანაც თითოეულ პაციენტს სამი კვირის ინტერვალით ორი ვაქცინის გაკეთება სჭირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა