თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

3 კუბელი "რობინზონი" დაუსახლებელ კუნძულზე ვირთხებით, ქოქოსითა და მოლუსკებით იკვებებოდა

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სამი კუბელი ახალგაზრდა გადაარჩინეს, რომლებმაც დაუსახლებელ კუნძულზე 33 დღე გაატარეს.
საპატრულო ვერტმფრენის ეკიპჟმა ფლორიდასა და კუბას შორის მდებარე ერთერთ ჯუჯა კუნძულზე შენიშნა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებიც თავგანწირვით იქნევდნენ თვითნაკეთ დროშებს.

ვერტმფრენის ეკიპაჟმა კუნძულზე მყოფებს საკვები და რაცია დაუტოვა და სპეციალური სამაშველო ჯგუფი გამოიძახა.

კუბელებმა განმარტეს, რომ კუნძულზე მას შემდეგ აღმოჩნდნე, რაც მათი ნავი ჩაიძირა. როგორც შემდეგ გაირკვა, 33 დღის განმავლობაში მაღი საკვები ქოქოსი, მოლუსკები და ვირთხები იყო.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა