თეგებით ძიება

ასტროლოგებმა კარმული ურთიერთობების არსი გამოავლინეს - ტკივილი, რომელიც გვასწავლის

თანამედროვე სამყაროში პარტნიორობის სამი ტიპი არსებობს: სულიერი მიჯაჭვულობა, ნათესაური და კარმული მიჯაჭვულობა.

როგორც კარმა-ანალიტიკოსი და მწერალი ნატალია მიშჩენკო ამბობს, სულიერი მიჯაჭვულობის მქონე პარტნიორებს ცხოვრების საერთო ხედვა, საერთო ინტერესები და მიზნებიც კი დაახლოებით ერთნაირი აქვთ, თუნდაც განსხვავებული მატერიალური მდგომარეობის პირობებში. ასეთი პარტნიორები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლის ნაჭრებივით გვანან, თუმცა ოჯახები, რომლებსაც ასეთი ცხოვრებისეული მიდგომა აქვთ, იშვიათობაა. ოჯახური კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, ასეთი წყვილები გულში წყენას არ იტოვებენ. მათი ურთიერთობა გარშემო მყოფებს შთააგონებს და მიბაძვის სურვილს უჩენს.

ნათესაური კავშირების მქონე პარტნიორები მეგობრებს გვანან. მათ ბევრი საერთო აქვთ: გატაცებები, განათლება, მეგობრები. მათ ერთმანეთი „აქ“ და „ახლა“ აინტერესებთ, იმის მიუხედავად, რომ მათი მომავალი შეიძლება ბუნდოვანი იყოს. დღეს მათ საერთო ინტერესები აერთიანებთ (მაგალითად, უნივერსიტეტში ერთად სწავლობენ) და ხვალ შეიძლება განსხვავებული ინტერესები გაუჩნდეთ და კამათი დაიწყონ.

სავსებით შესაძლებელია, რომ მათი სიყვარული გაურეცხავი ჭურჭლის მთამ ან გაყინულმა ნახევარფაბრიკატებმა დაარღვიოს, იმიტომ, რომ პარტნიორებმა „ხვალინდელი დღე“ ვერ გამოთვალეს და არ შეთანხმდნენ ამ მომავალში ვინ რა ფუნქციებს შეასრულებს. შედეგად - სასიყვარულო სამკუთხედები, რომელშიც ყველა თავის ბედნიერებას გვერდზე ეძებს.

პარტნიორები კარმული მიჯაჭვულობით - მათ საერთო ტკივილი აერთიანებს, რომელიც წარსულის მოუგვარებელი პრობლემითაა გამოწვეული. ეს ადამიანები ერთმანეთის სივრცეში წარმოიშვნენ, რადგან საერთო კარმული ამოცანა აქვთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ ამოცანის ამოხსნის შემდეგ ასეთი პარტნიორობის საჭიროება გაქრეს და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ.

როგორ განვასხვავოთ ეს ურთიერთობები უბრალო ვნებისგან, სიყვარულისგან ან მტკივნეული მიჯაჭვულობისგან?

კარმული მიჯაჭვულობა ყოველთვის სასიყვარულო ურთიერთობას არ ნიშნავს. ასეთი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნათესავთან, მეზობელთან, უფროსთან და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან. ეს სიტუაცია შეიძლება თქვენს ცხოვრებაში იმისთვის გაჩნდეს, რომ გამოასწოროთ რაღაც, რაც ვერ შეძელით წინა ცხოვრებაში.

პირველ რიგში, კარმული ურთიერთობები მარტივი არ არის. როგორც წესი, ეს არის რთული, დამაბნეველი სიტუაციებია, რომლებსაც ბევრი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს. ეს სიტუაციები ჩვენთან პრობლემის გადასაჭრელად მოდიან და შანსს გვაძლევენ, რომ ახალი გზა მოვნახოთ, გამოცდილება მივიღოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. ჩვენ ან ვიცვლებით და ვიმარჯვებთ ან ვმარცხდებით და შემდეგ ცხოვრებაში ამას თავიდან გავდივართ.

ასეთი ურთიერთობა თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად, ქარიშხალივით იჭრება და უამრავი ემოცია მოაქვს - წარმოუდგენელი სიახლოვიდან საშინელ სიძულვილამდე. მუდმივად განმეორებადი ურთიერთობის სცენარი - სადაც არ უნდა გაიქცეთ, ცხოვრება დაგეწევათ.

ისინი გითრევენ... შეიძლება გძულდეთ თქვენი ტირანი უფროსი ან საყვარელი, რომელიც ცოლს არ შორდება, მაგრამ ამ ჯაჭვის გაწყვეტა თქვენს ძალებს აღემატება.
ამასთან, გრძნობთ ძლიერ დამოკიდებულებას ამ ურთიერთობებზე, თითქმის ფიზიკურ აბსტინენციამდე (ლომკა).

ისინი აღვიძებენ თქვენს ფარულ შიშებს. ადამიანს ეჩვენება, რომ ამ ურთიერთობის დასრულებისთანავე მოვა ყველაფერი, რისიც ცხოვრებაში ეშინოდა.

ასეთი ურთიერთობა სრულიად ალოგიკურია და თქვენი პიროვნების ყველაზე ბნელ მხარეებს წარმოაჩენს. ის ავლენს ერთი ან ორივე პარტნიორის სრულ ეგოიზმს და მოგიწოდებთ საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემისკენ, პასუხისმგებლობის აღებისკენ, თანაგრძნობის გამოჩენისკენ და საკუთარი პოზიციის დაცვისკენ, რომ საკუთარი ცხოვრების გამგებელი თავად გახდეთ.

როგორც არ უნდა გინდოდეთ, ეს ურთიერთობა სამუდამო არ არის. ის ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და შეიძლება ისევე მოულოდნელად დასრულდეს, როგორც მოულოდნელადაც შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, თუ რა გაკვეთილს ისწავლით ამ სიტუაციიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა