თეგებით ძიება

5 პროდუქტი, რომლებიც რძეზე მეტ კალციუმს შეიცავს

ბევრი გაოცდება, მაგრამ კალციუმი – ლითონია. თან საკმაოდ აქტიური ლითონი, ამიტომ სუფთა სახით ბუნებაში არ გვხვდება. სამაგიეროდ, მისი ნაერთები საკმაოდ გავრცელებულია. დედამიწაზე გავრცელების მხრივ მას საპატიო მეხუთე ადგილი უკავია, ჟანგბადის, სილიციუმის ალუმინის და რკინის შემდეგ.

არაა გასაკვირი, რომ იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველებისა და მცენარეების ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებშიც უფრო მეტი კალციუმია, ვიდრე რძეში.

1. ჩიას თესლი

ჩიას თესლში კალციუმი 5-ჯერ მეტია, ვიდრე რძეში, ცილები 2-ჯერ მეტია, ვიდრე მარცვლოვანთა თესლებში, კალიუმი 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბანანში, ომეგა-3 9-ჯერ მეტია, ვიდრე თევზში და ა.შ... ამიტომ ჩიას თესლის მიღება ადამიანს მატებს ძალას, ენერგიას, ჯანმრთელობას.

2. თევზი

ის მდიდარია D ვიტამინით. D ვიტამინს კი მზის სხივების ვიტამინსაც უწოდებენ, რომლის დეფიციტიც დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს. ზამთარში მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის ამ სასარგებლო ვიტამინის დეფიციტს. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად ძვალი სიმკვრივეს კარგავს. ძვლის სიმტკიცისთვის კალციუმია საჭირო. სწორედ თევზი შეიცავს დიდი დოზით კალციუმს. ეს გემრიელი პროდუქტი მდიდარია ცხიმოვანი მჟავით და ძალიან სასარგებლოა კანისა და თმისთვის. ომეგა–3 გიუმჯობესებთ გუნება–განწყობილებას. თევზი ჩინებულად ებრძვის დეპრესიას. თევზი აძლიერებს იმუნურ სისტემას. იმუნიტეტი მისი წყალობით უკეთ ებრძვის ინფექციებს. ხშირად მიირთვით ორაგული და სარდინი, რომელიც დაქვეითებული იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა.

3. ნუში

30 გრ. ნუშში ზუსტად იმდენი ცილაა, რამდენიც 30 გრ ხორცში. ნუში შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: კალცს, მაგნიუმს, მარგანეცსა და ფოსფორს, ასევე ფერმენტებს, რომელიც კუჭ-ნაწლავს ფუნქციონირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ნუშში B და E ვიტამინებიც შედის, გლიკოზიდების ამიგდალინი კი მას მომწარო გემოსა და სპეციფიკურ სურნელს ანიჭებს.


4. მწვანე ლობიო

მწვანე ლობიოს სასარგებლო თვისებები ყველასთვის ცნობილია. მწვანე ლობიო უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს. მწვანე ლობიო დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე და ამშვიდებს ადამიანს.


5. ბროკოლი

ეს ბოსტნეული მდიდარია კალციუმით და ასევე ვიტამინი C-თ. ბროკოლი, ეხმარება ორგანიზმს სიმსივნეების პროფილაქტიკაშიც, მაგალითად, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის და შარდის ბუშტის კიბო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა