თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

6 ქვეყანას დავეხმარებით ვაქცინაციისთვის – EU და WHO–ს პროექტში საქართველოც მოხვდა

ევროკავშირი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი კორონავირუსის ვაქცინების გადანაწილებისთვის და ვაქცინაციის პროცესის წარსამართად ექვს ევროპის პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან ითანამშრომლებენ – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისზე დაყრდნობით "მთავარი არხი" ავრცელებს.

"კორონავირუსის ვაქცინების გადანაწილებისთვის და ვაქცინაციის მხარდასაჭერად ევროკავშირი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი, ექვს ევროპის პარტნიორ ქვეყანასთან – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ითანამშრომლებს" – ნათქვამია WHO-ს განცხადებაში.

ჯანდაცვის რეგიონული ორგანიზაციის დანერგილი პროექტის ხარჯებს ევროკავშირი დაფარავს, საერთო ბიუჯეტი 40 მილიონი ევროა.

ჯანდაცვის ევროპის რეგიონული ოფისის თანახმად, პროექტის ფარგლებში ევროკავშირსა და WHO-ს სურთ დარწმუნდნენ რომ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები ვაქცინაციისთვის მზად არიან, აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და ყავთ მცოდნე სამედიცინო პერსონალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა