თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

ახსნეს, რამ გამოიწვია ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება

კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტები ახალი კორონავირუსის პანდემიას გლობალურ დათბობას უკავშირებენ. მათი აზრით, კლიმატის ცვლილებამ ღამურების რამოდენიმე სახეობა აიძულა, მოხვედრილიყვნენ ჩინეთის სამხრეთით.

ცნობილია, რომ ღამურების 40 სახეობა გადმოსახლდა ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში გასულ საუკუნეში და თან მოიტანეს კორონავირუსის 100 ტიპი. ექსპერტების მოხსენების თანახმად, ღამურების შემოსევა გამოწვეული იყო კლიმატის ცვლილებით. კერძოდ, ტემპერატურის მატებით აირების ატმოსფეროში გამოფრქვევის, მზის ინსოლაციის გაზრდის გამო.

აღნიშნულმა ზემოქმედებამ შეცვალა მცენარეებისა და ხეების ზრდა სამხრეთ პროვინციებში და მიიზიდა ღამურები სხვა რაიონებიდან.

კლიმატის ცვლილებამ ასევე გამოიწვია ღამურების პოპულაციის გაზრდა ცენტრალური აფრიკის, ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ მომავალში მსოფლიოს ახალ ინფექციებთან ბრძოლა მოუწიოს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა