თეგებით ძიება

ონკოლოგიურ დაავადებას ფსიქოლოგმა გადამარჩინა - ცისანა სეფიაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა გია ჯაჯანიძის გადაცემა მძიმე სენის დამარცხების შესახებ ისაუბრა და მაყურებელს აქამდე უცნობი ისტორია უამბო.

როგორც სეფიაშვილმა განაცხადა 25 წლის ასაკში მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მამამ, ცნობილმა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანა.

“წლების წინ ვიარე ფსიქოლოგთან და ონკოლოგიურ დაავადებას ფსიქოლოგმა გადამარჩინა. წამოვედი საავადმყოფოდან და ვთქვი, მე ამას არ გავაკეთებ-მეთქი. საკმაოდ რთული ფიბრომა მქონდა, მაგრამ ყველა დავშალე, განავათე და პოზიტივში გადავიყვანე. მოსკოვში როცა ჩავფრინდი, ექიმები გაოგნებულები იყვნენ. შემდეგ, ონკოლოგიურ კლინიკაში სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს ვხვდებოდი და ამის შესახბე ვუყვებოდი” – განაცხადა მომღერალმა.

ცისანა სეფიაშვილმა ის პირველი წუთები გაიხსენა, როცა ახალგაზრდა ასაკში სიმსივნის დიაგნოზის შესახებ უთხრეს.

“პირველი წუთი… როდესაც რაღაც ხდება, მე ვქვავდები. გავშეშდი, შევხედე ჯემალს და ვუთხარი, მე აქ არ დავრჩები, წამიყვანე აქედან! ჯემალს თვალები ცრემლებით აევსო და წავედით. შესაძლოა ბედისწრის ბრალი იყო, მამასთან მოვიდა, ქალბატონი, რომელმაც თქვა, საშვილოსნოს კიბო მქონდა და ფსიქოლოგთან სიარულის შემდეგ დავამარცხეო. ჯემალმა მორიდებით მკითხა, ხომ არ ივლი ფსიქოლოგთანო, დავთანხმდი და 6 თვეში დავამარცხე სიმსივნე” – განაცხადა სეფიაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა