თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

მთიან ყარაბაღში 52 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა

მთიან ყარაბაღში 52 447 სომეხი ეროვნების ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც რეგიონი საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ბოლო ავტოკოლონით მთიან ყარაბაღში კიდევ 32 ადამიანი დაბრუნდა. კოლონა იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების თანხლებით ჩავიდა.

პარალელურად ყარაბაღში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის საერთო ჯამში 1343 ჰექტარის ფართობი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გაუვნებელყოფილია.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წელის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა