თეგებით ძიება

ღრმად შეწუხებული ვარ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობით, ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას - კამალა ჰარისი

„ღრმად შეწუხებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობით“, - ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა. 

"ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას. ყველამ უნდა გავიღოთ ჩვენი წვლილი, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამ ინციდენტმა კიდევ უფრო მეტი ძალადობა არ გამოიწვიოს.

მადლობელი ვარ, რომ ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოდაა. ვაფასებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების სიფხიზლეს. 

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც კრიტიკული მისიის შესასრულებლად აუცილებელია“, - განაცხადა კამალა ჰარისმა. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 სექტემბერს ფლორიდაში, ტრამპის გოლფკლუბში ექსპრეზიდენტის სიახლოვეს სროლა იყო. ამავე ცნობით, აშშ-ის ექსპრეზიდენტი უსაფრთხოდ არის. ინციდენტთან დაკავშირებით 58 წლის რაიან უესლი რუთი დააკავეს.

"ნუ გეშინიათ! მე უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა ინციდენტის შემდეგ დონალდ ტრამპმა.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა. მან ინციდენტი დაგმო და განაცხადა, რომ მშვიდადაა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრამპი უვნებლადაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა