თეგებით ძიება
16. 09. 2024 მსოფლიო

მათი რიტორიკა ჩემზე თავდასხმას იწვევს - ტრამპი ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმები ბაიდენისა და ჰარისის რიტორიკამ განაპირობა

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

„მას [თავდამსხმელს] სჯეროდა ბაიდენისა და ჰარისის რიტორიკის და ამ რიტორიკიდან გამომდინარე მოქმედებდა. მათი რიტორიკა ჩემზე თავდასხმას იწვევს, როცა მე ვარ ის, ვინც ქვეყანას გადაარჩენს, ხოლო ისინი კი ქვეყანას ანგრევენ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა