თეგებით ძიება

“მამაჩემი სახლში, ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს....” – "კვაზის" ტრაგიკული ცხოვრება

ზურა ანთელავას - "კვაზის" საკმაოდ მძიმე წარსული აქვს. როგორც მსახიობი გადაცემაში "სიკეთე მარტივია", ყვება ემიგრაციაში 44 წლის ასაკში წავიდა და როგორც ამბობს, ყველაზე მეტად სწორედ იმ პერიოდზე ლაპარაკი უჭირს.

ერთ-ერთიტრაგედია სწორედ მაშინ დატრიალდა - მამამისი სახლში, მის თვალწინ ჩაცხრილეს.

"სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, აფხაზეთში სახლში, ჩემი დის თვალწინ, მამაჩემი შვილების თანდასწრებით ჩახრილეს. კაცი მოკლეს, რომელმაც 22 მსხვილფეხა საქონელი შეაჭამა ამ არაკაცებს, იმისთვის რომ გარშემო სახლები არ დაეწვათ.

მე ბავშვობაში სულ აფხაზეთში ვტრიალებდი, ეს ის პერიოდი იყო, როცა ოჯახებში დარბაისლური ქართული გესმოდა. ასეთი პატივისცემით და რიდით ვიყავი გაზრდილი, ასეთმა ადამიანებმა ასეთი საშინელება გამიკეთეს მე და მთელ საქართველოს სულში ჩააფურთხეს.

გაქცევაზე ვიყავით, ეშმაკი მეჯდა თითქოს და დედა მიტირა ამ ეშმაკმა. წავედი და 44 წლის კაცი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. 2500 დოლარიან ხელფასს მთავაზობდნენ, ბინას… მხოლოდ 6 თვით ვაპირებდი წასვლას.

არ მიმიწევდა გული, მაგრამ ვალები მქონდა. აეროპორტში მითხრა მეუღლემ, ზურიკო დარჩიო, მაგრამ მაინც წავედი. ორი თვე ლვოვი, მოსკოვის გზაზე ვეგდეთ.

11 წელი ესპანეთში ვიყავი, 4 წელი გერმანიაში. როცა დავბრუნდი დავფიქრდი რა მინდოდა, რატომ წავედი?” – იხსენებს მსახიობი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა