გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში, ძირითადად დასავლეთ რეგიონებში, ასევე შიდა ქართლსა და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.