თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

ლავროვის თქმით, ახალი სანქციების შემთხვევაში რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან უერთიერთობა გაწყვიტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სანქციების გამკაცრების შემთხვევაში რუსეთი მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს. ამის შესახებ მან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომლის ფრაგმენტიც ჟურნალისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა გაავრცელა.

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მზად ვართ", — უპასუხა ლავროვმა სოლოვიოვის კითხვას, მიდის თუ არა რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე.

"თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორც არაერთხელ ვიგრძენით, რომ რაღაც სფეროებში დაწესდება სანქციები, რომლებიც რისკს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში — დიახ. ჩვენ არ გვსურს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო. თუ გსურს მშვიდობა, ომისთვის ემზადე", — განაცხადა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა