ახალმთვარეობა და ახალი წელი - დღეს შესანიშნავი ენერგეტიკული დღეა სურვილების ასრულებისათვის - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
დღეს ჩინური ახალი წელია და ამავე დროს ახალმთვარეობაა, კიდევ ერთი შესანიშნავი ენერგეტიკული დღე და პერიოდი სურვილების ასრულებისათვის!
თებერვლის ახალი მთვარის ენერგია განაგებს ადამიანებში თავისუფლებისა სიხისტისკენ, რადგან ასეთ დღეებში არ ითმენენ ცოტაოდენ ზეწოლასაც კი. ამ პერიოდში ძლიერდება გონებრივი შემოქმედება.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ახალმთვარეობას გასაკეთებელ რიტუალებს, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.
არ მოგერიდოთ დაამსხვრიოთ მოძველებული შაბლონები, გამოიყენეთ არასტანდარტული მიდგომები, როგორც პროფესიულ კარიერაში, ასევე პირად ურთიერთობაში. ზუსტად ამ მიდგომების წყალობით გაიღვიძებს ადამიანებში შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების მზაობა და შემართება, კრეატიული გადაწყვეტილებები, რაც ადამიანებს მოუტანს წარმატებას!
ახალმთვარეობას ნუ წამოიწყებთ რაიმე სრულიად ახალს, უმჯობესია გადაწყვიტოთ და ბოლომდე მიიყვანოთ წამოწყებული საქმეები.
ასევე მიაქციეთ ყურადღება ემოციურ ფონს, რადგან ამ პერიოდში არ არის გამორიცხული განწყობის ცვლილებები და გაღიზიანების მომატება.
ჩინურ ახალ წელს კი შეგიძლიათ:
დაგეგმოთ, იოცნებოთ, იფიქროთ პოზიტიურად;
შექმენით ან განაახლეთ სურვილების რუქა;
დახატეთ თქვენი წარმატების, ბედნიერების მანდალა;
მიწერეთ მადლიერების წერილი სამყაროს;
იმედიტირეთ, იზეიმეთ და შეიქმენით საახალწლო და საზეიმო განწყობა.
ვინაიდან ჩვენი ფიქრებითა და ენერგიით ვქმნით ჩვენს რეალობას, გთავაზობთ ძალიან სასიამოვნო და შედეგიან წარმატების რიტუალს:
აიღეთ ფურცელი და მისგან გამოჭერით ვარსკვლავი, როგორც გამოგივათ ისე გამოჭერით, ნუ იდარდებთ იმაზე, თუ როგორ გამოგივათ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს არის თქვენი ვარსკვლავი, ამის შემდეგ დაწერეთ ვარსკლავზე სურვილი, ამის შემდეგ ანთებთ სანთელს, (სანთელს არ აქვს მნიშვნელობა სურნელოვანია თუ ეკლესიური) და ვარსკვლავს გადუკიდებთ დანთებული სანთლისგან ცეცხლს...თან წარმოთქვავთ ასეთ სიტყვებს 7 -ჯერ...
როგორც ეს ვარკსვლავი და სურვილი ანთია, ასე ჩემი სურვილი რეალიზდა!
როდესაც დაიწვება ვარსკვლავი, ფერფლს ქარს გააყოლებთ...
თქვენი სურვილი აუცილებად ასრულდება, იმისათვის, რომ ენერგია ჩავუშვათ, კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, რასაც ჩავიფიქრებ, აუცილებლად ამისრულდება!
თუ კიდევ სხვა სურვილებიც გაქვთ, კონკრეტულ სურვილზე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს რიტუალი მზარდი მთვარის ფაზის პერიოდში ამ ორი კვირის განმავლობაში!
მნიშვნელოვანი ნიუანსი: როდესაც რაიმე გვსურს, არ უნდა მივეჯაჭვოთ, ისურვეთ და გაუშვით სამყაროში და გწამდეთ, რომ ის, რაც სურვილის, იდეის დონეზე გააგზავნეთ, რეალიზებული დაგიბრუნდებათ და მატერიალიზდება ცხოვრებაში.
ასევე მნიშვნელოვანი ნიუანსი: სურვილები უსრულდება მას, ვინც ნათელია და კეთილია სხვა ადამიანების მიმართ, შინაგანად თუ ვინმეს ცუდს უსურვებს ან შურს, ეს უკვე დიდი მიზეზია სამყარომ უგულბელვყოს ასეთი ადამიანის სურვილები!
ასევე გთავაზობთ შესანიშნავ პოზიტიურ აფირმაციებს, რომელიც უფრო მიგიზიდავთ აირჩიეთ და იმეორეთ რამდენჯერაც მოგესურვებათ დღის განმავლობაში, აფირმაციას იმეორებთ, სასიამოვნო შეგრძნებებამდე და რწმენამდე, იმ დრომდე, როდესაც უკვე გააცნობიერებთ და გაითავისებთ, რომ ეს აფირმაცია თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავად მუშაობს;
• მადლიერებით ვიღებ ბედნიერებასა და სიკეთეებს ჩემს სახლში
• მადლიერებით ვიღებ ფინანსებს ჩემი ოცნებების განსახორციელებლად
• მადლიერებით ვიღებ სიუხვეს
• მადლიერებით ვიღებ იღბალს ყველა ჩემს საქმეებში
• მე მადლიერებით ვიღებ კარიერულ ზრდასა და განვითარებას