თეგებით ძიება

ორშაბათიდან სწავლა საკლასო ოთახში განახლდება - სამინისტრო რეგულაციების დასაცავად მზადაა

ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან , სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში დაიწყება - როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლების ადმინისტრაციებს შესაბამისი რეგულაციები უკვე გადასცეს და ვირუსისგან თავის დასაცავად აუცილებელი ინვენტარიც მიაწოდეს.

"თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის, თქმით, დიდ ქალაქებში მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, აიჩიონ, სწავლა დისტანციურად ურჩევნიათ, თუ საკლასო ოთახებში.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა