თეგებით ძიება

ექ­სპერ­ტი­ზას უთ­ქვამს, ყვე­ლა­ფე­რი და­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ბავ­შვს ცე­მის­გან, უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, წიხლქვეშ აგორეს, რატომ გააკეთე ასეთი რამეო - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დ

ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ქა­ქუთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გო­ნას დე­დის თქმით, მან შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც გო­გო­ნა მო­ძა­ლა­დემ მე­ო­რედ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

ქალი თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი დღეს გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, 23 წლის მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი პირ­ვე­ლად ზა­ფხულ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, თუმ­ცა, ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მხო­ლოდ დე­კემ­ბერ­ში შე­ი­ტყვეს, როცა მო­ძა­ლა­დემ მე­ო­რედ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა გო­გო­ნა. დე­დის თქმით, სწო­რედ ამის შემ­დეგ შე­ა­ტყო­ბი­ნეს პო­ლი­ცი­ას.

"ეს ბიჭი არის ნარ­კო­მა­ნი, მო­წე­უ­ლი იყო იმ მო­მენ­ტში თუ რა იყო, არ ვი­ცით, მისი დედ-მამა ტყუ­ი­ლად აფა­რებს ხელს" - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად 24 წლის ასაკ­ში დაქვრივ­და და ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სახ­ლი­დან წა­სუ­ლი­ყო, რის შემ­დე­გაც მისი სამი შვი­ლი ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან იზ­რდე­ბო­და, მა­მამ­თი­ლი კი ბავ­შვებ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

"ვე­უბ­ნე­ბო­დი, მო­მე­ცით ჩემი გო­გო­ე­ბი, მე ვარ დედა, დე­დამ უნდა იმე­გობ­როს შვი­ლებ­თან, გავზრდი, და­ვა­ჭკვი­ა­ნებ და მერე წა­იყ­ვა­ნეთთ­ქო... ჩემი მა­მამ­თი­ლი და მისი ძმის­შვი­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ. სა­ნამ ბავ­შვი და­ი­ღუ­პე­ბო­და, წინა დღით მე­ლა­პა­რა­კა, ვამ­ზა­დებ­დი სა­ბუ­თებს, რომ თურ­ქეთ­ში წა­მეყ­ვა­ნა, ბედ­ნი­ე­რი იყო ბავ­შვი, შენ­თან წა­მო­ვალ და ერ­თად ვიქ­ნე­ბი­თო, უხა­რო­და, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს რა მოხ­და, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა, არ ვიცი" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა.

"ტვ 25"-თან მე­ზობ­ლებ­მა ისა­უბ­რეს, რომ ბავ­შვზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. მათი თქმით, მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­ში გა­ი­გეს, რომ გო­გო­ნა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო, არას­რულ­წლო­ვანს სახ­ლში სცემ­დნენ.

"ბა­ბუ­ას არა­სო­დეს გა­უ­ლა­ხია, მაგ­რამ ბავ­შვი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ მოხ­ვდა (გუ­ლის­ხმობს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას), სა­ნამ პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, უმო­წყა­ლოდ სცე­მეს სა­კუ­თარ­მა ბი­ძებ­მა, სულ წიხლქვეშ აგო­რეს: რა­ტომ გა­ა­კე­თე ასე­თი რამე, რა­ტომ გაგ­ვა­პა­ზო­რეო. ექ­სპერ­ტი­ზას უთ­ქვამს, ზურ­გი, ფე­ხე­ბი, სულ ყვე­ლა­ფე­რი და­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ბავ­შვს ცე­მის­გან. მერე წა­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში და მან­ქა­ნა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ თურ­მე ნა­თე­სა­ვე­ბი, არა­ფე­რი თქვა ჩვენ­ზე, თო­რემ მოგ­კლავ­თო. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე ბავ­შვმა მო­მიყ­ვა თვი­თონ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გო­ნას დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა