თეგებით ძიება

ანდრია ჯაღმაიძე: გუშინდელი სინოდი იყო მშვიდი, განჩინებას დღის მეორე ნახევარში წაიკითხავენ

მრევლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინების მოლოდინშია. საპატრიარქოში დღესაც იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეპარქიის ხელმძღვანელი პირები. სავარაუდოდ, კონსულტაციები უკავშირდებოდა დოკუმენტზე საბოლოო პოზიციების შეჯერებას. საპატრიარქო ცოტა ხნის წინ დატოვა ილია მეორემაც.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ განჩინება დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება:

"გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული და ორი საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი, რადგან საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა და დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში წაიკითხავთ,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა