ნუმეროლოგია - რა საიდუმლოს მალავს თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი?
ნუმეროლოგია ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის შემსწავლელი მეცნიერებაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაშიფროთ საბედისწერო ნიშნები და მომავლის პროგნოზირებაც კი მოახერხოთ. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს რიცხვი, რომელსაც ჩვენი აზრით, წარმატება ან პირიქით, წარუმატებლობა მოაქვს. დიახ, გჯერათ თუ არა, ნებისმიერ რიცხვს ჩვენს ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობა და გავლენა გააჩნია.
არც თუ იშვიათად, რიცხვები არა მხოლოდ აღმნიშვნელ, არამედ გამაფრთხილებელ სომბოლოებად გვევლინებიან. მათ შეუძლიათ მოახლოვებული საფრთხის შესახებ გვამცნონ და მოახლოვებული უბედურება იწინასწარმეტყველონ. ადამიანი, რომელსაც რიცხვებში დაფარული აზრის ამოკითხვა შეუძლია, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების მართვასა და ისტორიის შეცვლასაც კი შეძლებს.
ადამიანის დაბადების წლის ბოლო ციფრს უნიკალური მნიშვნელობა აქვს, რომლის გაშიფვრა ძველ ჩინურ კალენდარს შეუძლია. ამ კალენდრის მიხედვით, დროის თითოეული მომენტი ხუთი ელემენტიდან ერთს ემორჩილება: წყალი, დედამიწა, ცეცხლი, ჰაერი და ხე. ისინი, თავის მხრივ, გავლენას ახდენენ ადამიანის ხასიათზე, ჩვევებსა და შესაძლებლობებზე. ვნახოთ რას ნიშნავს ეს ციფრები.
0-1
სტიქია- ლითონი
ლითონის სტიქიაში დაბადებული ადამიანები ძალიან მიზანდასახულები არიან: მათ ზუსტად იციან რა უნდათ და ყოველთვის მზად არიან დაიცვან საკუთარი პოზიცია. მათ ძლიერი ხასიათი და მაღალი მოთხოვნები აქვთ საკუთარ თავთან და გარშწემო მყოფ ადამიანებთან. ხშირად, ასეთი ადამიანები განსაკუთრებულ ემოციებს არ ავლენენ, თავშეკავებულად და მოკრძალებულად იქცევიან, რამაც შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ სხვების მიმართ ცივები არიან. ლითონის ადამიანი მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ ისწრაფვის. მას მარტოობისა და ცხოვრების რთული პირობების არ ეშინიათ.
2-3
სტიქია- წყალი
ამ სტიქიის წარმომადგენლები ემოციურები და გამჭრიახები არიან. მათ შესანიშნავი ინტუიცია აქვთ და ხშირად მანიპულირებენ. ასეთი ადამიანები თავიანთ ცხოვრებას „უცხო თვალისგან“ მალავენ და არ მოსწონთ საკუთარი საიდუმლოებების გამხელა. აქვთ კარგი ფანტაზია და დიპლომატიური თვისებები, ამიტომ, ყველაზე ხშირად ირჩევენ შემოქმედი ადამიანები ან დიპლომატები არიან. „წყლის" ადამიანი არა მხოლოდ კარგი ორგანიზატორია, არამედ შესანიშნავი შემსრულებელიც.
4-5
სტიქია - ხე
ხის სტიქიაში დაბადებული ადამიანი გულუხვი და ახლის მიმართ გახსნილია. მას უყვარს სამყაროს შეცნობა და ძალიან შრომისმოყვარეა. ხშირად „ხის ხალხი“ ისინი იმაზე მეტი საქმის კეთებას იწყებენ, ვიდრე გამკლავება შეუძლიათ. ისინი კარგი მეგობრები არიან, რომლებსაც შეგიძლიათ ყოველთვის ენდობით. მათ აქვთ ადამიანების დარწმუნების ნიჭი, მაგრამ მას თითქმის არასდროს იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. თუ მოინდომებენ, ეს ნიჭი ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ხის სტიქიაში დაბადებული ადამიანები ფულზე დამოკიდებულები არ არიან და ზოგადად, ვინმეზე და რამეზე დამოკიდებულებას ერიდებიან.
6-7
სტიქია- ცეცხლი
„ცეცხლოვანი ადამიანი“ ძალიან ენერგიული, ქარიზმატული და ტემპერამენტიანია. ისინი აზარტულები არიან და მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ. მათ არ უყვართ მარტოობას და მუდმივად წინსვლისა და გამარჯვებისკენ ისწრაფიან, ამიტომ ხშირად ლიდერებად და ხელმძღვანელებად გვევლინებიან. „ცეცხლოვანი ადამიანი“ ურთიერთობაში ეგოისტი, ძალიან ემოციური და ხშირად აგრესიულიც კია.
8-9
სტიქია - მიწა
ამ სტიქიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით სავსე, მზრუნველი ადამიანები არიან. ისინი არასოდეს უგულებელყოფენ ნათესავებისა და მეგობრების თხოვნას, თუმცა მათგანაც მოითხოვენ საპასუხო ურთიერთობას. ამ ადამიანებს აქვთ კარგი ინტუიცია, რაც ხშირად პერსპექტივის დანახვაში და სიტუაციის შეფასებაში ეხმარებათ. მათ შეუძლიათ პრობლემების ეტაპობრივი კონტროლი და გადაჭრა, თუმცა სიახლეები აშინებთ და ნამდვილი კონსერვატორები არიან. დედამიწის „მიწის ადამიანი“ ძალიან პირდაპირი და ჯიუტია.