თეგებით ძიება

5 ხერხი სახლის ბაქტერიებისა და ვირუსებისგან დაცვისთვის

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად გვიწევს ფიქრი ბაქტერიებისა და ვირუსებისგან თავისა და სახლის დაცვაზე და ეს მხოლოდ COVID-19-ს არ ეხება. ყველაფრის გაწმენდისა და გასტერილების სურვილი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საფუძვლიანად დამკვიდრდა, ამიტომ ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები.

სახლი არის ჩვენი ცხოვრების მთავარი ადგილია, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი დაცვა ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით?

სისუფთავე ჯანმრთელობას უზრუნველყოფს
სახლის სისუფთავე უსაფრთხოების ფუნდამენტური ფაქტორია. ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების მექანიკური და ქიმიური გზით მოცილება საკუთარი ცხოვრებიდან მათი აღმოფხვრის ყველაზე ეფექტური გზაა - რეგულარული წმენდა აფერხებს ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გამრავლებას.

ქიმიური შემადგენლობა
ზედაპირების წმენდისა და დამუშავებისთვის ბაზარზე უამრავი სხვადასხვა საშუალება იყიდება. ზოგიერთს აღნივნა ახლავს - "სპეციალურად COVID- ისგან", რაც მნიშვნელოვნად ზრდის ღირებულებას, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მონოქლორამინის მიმართ ყველა ვირუსს დაახლოებით ერთი და იმავე გამძლეობა აქვს. ამიტომ სულაც არ არის საჭირო სარეკლამო ლოზუნგების გამო ზედმეტის გადახდა - ადგილობრივი წარმოების, იაფი საშუალებები უცხოელ ბრენდებზე უარესი არაა.

ხალხური საშუალებები
ჩვენი წინაპრები დეზინფექციისთვის აქტიურად იყენებდნენ სოდას, ამიაკს და ძმარს. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებებია, როდესაც საქმე იმ ზედაპირებს ეხება, რომლებთანაც ხშირი კონტაქტში გვაქვს, მაგალითად, აბაზანა და ნიჟარები. ამ შემთხვევაში, ხალხური საშუალებები ბევრად უკეთესია, ვიდრე „ქიმია“, ვინაიდან მასავით აგრესიული ეფექტი აქვთ, თუმცა მთავარ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდებიან.

თანამედროვე მასალები ანტიბაქტერიული საფარით
ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა კერამიკის ფილები ანტიბაქტერიული საფარით, რომლებიც იდეალურია სამზარეულოსა და სველი წერტილის მოსაპირკეთებლად. ახალი ტექნოლოგიის მოსაპირკეთებელი ფილები 99.9%-ით ამცირებენ მიკრობებსა და ბაქტერიებს. მათი გარეცხვა ადვილია ჩვეულებრივი წყლით და სარეცხი საშუალებებით.

წიწვოვანი მცენარეები
იცით, რატომ აშენებენ სანატორიუმებს ხშირად ფიჭვნარში? იმიტომ, რომ უამრავი სასარგებლო ეთერზეთების შემცველი წიწვოვანი ხეა. ისინი შესანიშნავად ებრძვიან „არასასურველ სტუმრებს" სახლის გარშემოც და სახლშიც. ოთახში ჰაერის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული ნაძვები, ლარნაკში ჩადებული ფიჭვის ან ნაძვის ახალი ტოტები ან ლიმონის ხე.

ტექნიკა
ტექნიკურ სფეროში უამრავი სხვადასხვა მოწყობილობა შეიქმნა, რომლებიც ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში გვეხმარება, მაგრამ რეალურად სარგებელი ყველა მათგანს არ მოაქვს და ზოგმა შეიძლება ზიანიც კი მოგვიტანოს. სანამ ულტრაიისფერ ნათურებს დაამონტაჟებთ, გირჩევთ სპეციალისტებთან კონსულტაცია გაიაროთ, რომ საკუთარ თავს და სხვებს ზიანი არ მიაყენოთ.

რეცხვა
ბაქტერიები და ვირუსები ქუჩიდან სახლში მხოლოდ ჰაერით კი არა, ტანსაცმლითაც შეიძლება მოხვდნენ. მათ შეიძლება ლოგინის თეთრეულზე, პლედებზე ან საყვარელ ჟაკეტზე დაიბუდონ, ამიტომ ნუ დაიზარებთ და რაც შეიძლება ხშირად გარეცხეთ ტანსაცმელი და თეთრეული - ამ გზით სახლის სისუფთავესაც დაიცავთ და მავნე მიკროორგანიზმებისგანაც გათავისუფლდებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა