თეგებით ძიება

ოთახის 9 მცენარე, რომელიც სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ

არაფერია მშვიდ და სრულფასოვან ძილზე უკეთესი, როცა დილას დასვენენებული იღვიძებ და სიცოცხლით სავსე ხარ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამაში ოთახის ზოგიერთი მცენარე დაგეხმარებათ.

1. სანსევიერია
გარდა იმისა, რომ მინიმალური მოვლა-პატრონობა სჭირდებათ, ეს მცენარე ჰაერის გაწმენდის უნარის გამოც უყვართ. სანსევიერიას შეუძლია ნახშირორჟანგი ჟანგბადად აქციოს და სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, რომლებიც ღამით ისვენებენ, სანსევიერია თქვენი ძილის დროსაც აგრძელებს ჟანგბადის გამომუშავებას. მეტი ჟანგბადი კი უკეთესი ძილია.

2. გერბერა
თუ საკმარის სინათლეს მიაწვდით, გერბერა საძინებლისთვის შესანიშნავი მცენარე გახდება. მისი მკვეთრი და ნათელი ფერი გაღვიძებისთანავე აამაღლებს თქვენს განწყობას, ღამით კი ჰაერიდან მავნე ნივთიერებებს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს. გერბერა რეკომენდებულია ალერგიით და სუნთქვის პრობლემეწბით დაავადებული ადამიანებისთვის.

3. ლავანდა
როზმარინის მსგავსად, ლავანდას საძინებელში მისი სასიამოვნო სურნელის გამო ირჩევენ. დადასტურებულია, რომ ის შფოთვისგან გათავისუფლებაში და სწრაფად დაძინებაში ეხმარება. ლავანდა გულისცემას ამშვიდებს და არტერიულ წნევასა და სტრესის დონეს ამცირებს. ლავანდა ძლიერი მცენარეა, ამიტომ ერთი პატარა ქოთანი შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს სრულფასოვანი ძილისთვის.

4. ჟასმინი
ჟასმინი ბევრს ოთახის მცენარის ამპლუაში ვერ წარმოუდგენია, მაგრამ მას მთელი რიგი სასარგებლო თვისებები აქვს, რომლებიც ჯანმრთელ ძილს ეხმარება და შფოთვას ამცირებს იმაზე უკეთაც კი, ვიდრე ლავანდა. ჟასმინის დახმარებით, გულისცემა მშვიდდება, არტერიული წნევა იკლებს და სუნთქვა ღრმავდება.

5. სკინდაპსუსი
ეს არის ძალიან პოპულარული ოთახის მცენარეა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მას ცოტა შუქიც ყოფნის და ხშირად მორწყვა არ სჭირდება. სკინდაპსუსი ძალიან აქტიურად წმენდს ჰაერს და ნახშირბადის მონოქსიდს გარდაქმნის ჟანგბადად, რაც ძილისთვის ძალიან სასარგებლოა.

6. ჩვეულებრივი სურო
შეიძლება ის არ მივიჩნიოთ ოთახის მცენარედ, მაგრამ სუროს სარგებელი მხოლოდ ესთეტიკური თვისებებით არ შემოიფარგლება. დადასტურებულია, რომ სურო ჰაერს წმენდს ობისა და ცხოველების ფეკალიების ნაწილაკებისგან, ამცირებს ალერგიის გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.

7. ქლოროფიტუმი
ეს ოთახის მცენარე სხვებისგან განსხვავებით, ძალიან ადვილი მოსავლელია და ძალიან სწრაფად მრავლდება. თუ თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა ხშირად გაწუხებთ, მოათავსეთ ქლოროფიტუმი თქვენს საძინებელში. ის ჰაერს წმენდს ფორმალდეჰიდისგან, რაც ჰაერს უფრო სუფთას, ხოლო ძილს სრულყოფილს ხდის.

8. ალოე ვერა
ბევრი ადამიანი ალოეს მისი სამკურნალო თვისებების გამო ამრავლებს. მაგალითად, ის გამოიყენება დამწვრობისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ამასთან, ალოეს საძინებელში, საწოლთან ახლოს მოთავსება სუფთა ჰაერსაც უზრუნველყოფს და წმენდს მას საღებავებსა და საწმენდ საშუალებებში შემავალი ბენზინისგან.

9. სპატიფილიუმი
ეს მცენარე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაერის გამწმენდია, რაც ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას. მას ჰაერიდან გამოაქვთ ბენზინი, ფორმალდეჰიდი და ნახშირბადის მონოქსიდი და საძინებელს ანიჭებს მყუდრო ატმოსფეროს, რომელიც ღრმა და სრულფასოვანი ძილისთვის მნიშვნელოვანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა