13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ პერიოდის სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი მუშაობა მოგიწევთ. გახსოვდეთ, თავისთავად არაფერი მოვა. მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მგზავრობა დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ. ეცადეთ ემოციებს გაუმკლავდეთ - ისინი ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლიან.
კურო
ნუ ეცდებით ყველა საკითხის ერთდროულად მოგვარებას, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად, მაგრამ თავდაჯერებულად იმოქმედეთ და ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. საღამო სასურველია მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება. არანაირი აგრესია, მხოლოდ კარგი ურთიერთობა ხალხთან.
ტყუპები
ეს დღე შეიძლება წინააღმდეგობრვი იყოს. ერთი მხრივ, ახალი ბიზნესის წამოწყებას ეცდებით, მაგრამ მეორეს მხრივ, შემოსული წინადადებები შეიძლება არც ისე საინტერესო იყოს, როგორც წარმოგედგინათ. უმჯობესი იქნება თუ ამ დღის ამოცანებს მოდევნო კვირისთვის გადაიტანთ, როდესაც ვარსკვლავები თქვენს მიმართ უფრო კეთილად იქნებიან განწყობილნი.
კირჩხიბი
ნებისმიერი საკითხის მოგვარების დროს ეცადეთ მშვიდად იმოქმედოთ, რომ გარეშე პირთა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვეწრავინ შეგიშლით. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ერიდოთ საკრედიტო შესყიდვებს და ონლაინ სავაჭრო მომსახურობას.
ლომი
ამ დღეს პირად საქმეებზე ზრუნვით იქნებით დაკავაბული. ნუ ეცდბით გაუზიაროთ ინფორმაცია, მით უფრო სასიხარულო ამბავი ადამიანებს, რომლებიც თქვენს სიხარულს არ იზიარებენ. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი მიმტევებლობა და გაგება გამოიჩინოთ.
ქალწული
გირჩევთ ისეთი რეალისტური მიზნები დაისახოთ, რომელთა შესრულებას შეძლებთ და მიუწვდომელ სიმაღლეებს არ შეეპოტინოთ. არ არის გამორიცხული, რომ კოლეგები გეგმების განხორციელებაში დაგეხმარონ, მაგრამ საპასუხო დახარება თქვენც უნდა გაუწიოთ. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარი თავი გაანებივროთ სასიამოვნო საჩუქრებით და გასართობი ადგილების სტუმრობით გაანებივროთ. ხელსაყრელი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის.
სასწორი
მთლიანობაში ძალიან ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა, საბედისწერო შეხვედრა და რომანტიკული შთაბეჭდილებები გელით. თქვენი ნაცნობების წრე შეიძლება ისეთი ხალხით შეივსოს, ვისთან ურთიერთობაც სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება.
მორიელი
ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ და თქვენი დრო სწორად მართოთ. ამ დღეს ვალის აღებას ან გულის გასესხებას უნდა ერიდოთ, განსაკუთრებით თუ საქმე მეგობრებთან ფინანსურ ანგარიშსწორებას ეხება. უფროსი ნათესავების რჩევა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ტექნიკასთან და ელექტროობასთან მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის ავარიან ან უბედური შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ტრავმის ალბათობა იზრდება. ამ დღეს მორთმეული ყვავილები განშორების ნიშანია.
თხის რქა
ამ დღეს საქმის წარმატება თქვენს გამძლეობაზე და გონივრულობაზეა დამოკიდებული. თუ წონაში დაკლება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, გირჩევთ თქვენთვის შესაფერისი დიეტა შეარჩიოთ და საქმეს შეუდგეთ. მოერიდეთ ალკოჰოლს და ძლიერმოქმედ პრეპარატებს. საუკეთესო დღეა გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია ფულის არაგონივრული ხარჯვა, რამაც შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ. შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. გირჩევთ სილამაზის სალონს ეწვიოთ და იმიჯი შეიცვალოთ. კარგი დროა გართობისა და ახალი ნაცნობობისთვის.
თევზები
ფრთხილად იყავით! ამ დღეს მოსალოდნელია ცრუ ინფორმაციის მიღება, რომელმაც შეიძლება მუშაობის დროს შეცდომების დაშვება გამოიწვიოს. ნუ ენდობით დაპირებებს. არახელსაყრელი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისა და ოფიციალურ ორგანოებთან კავშირისთვის.დღის ბოლოს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც საქმის ვითარებას მთლიანად შეცვლის.