სიყვარულის ახსნა, საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები - რა ელით ქალწულებს თებერვალში?
თებერვალში პლანეტების მოძრაობის ერთ-ერთი მახასიათებელია მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მერწყულში, რაც 30 იანვრიდან 21 თებერვლამდე გაგრძელდება.
ამ დღეების განმავლობაში, ბევრმა ადამიანმა და განსაკუთრებით, მერწყულებმა შეიძლება საქმის მიმდინარეობაში შემაფერხებელი ფაქტორების გავლენა იგრძნონ.
მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება გართულდეს და შეცვალოს. ის, რაც იანვრამდე საკმაოდ აშკარა და შეთანხმებული იყო, შეიძლება გადაიხედოს ან გაუქმდეს. ჩვეულებრივზე ხშირია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. ეს განსაკუთრებით ეხება კომპიუტერებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და ინტერნეტს. შესაფწერისი დროა იმისთვის, რომ გაჩერდეთ და მოიფიქროთ სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა.
შესაძლოა, სიტუაციის ანალიზმა და წარსულში მიღებულმა გამოცდილებამ ზოგი სტრატეგიული გეგმის შეცვლის აუცილებლობაში დაგარწმუნოთ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსალოდნელია ქაოტური მოძრაობები უფრო მეტი პირადი თავისუფლების მოპოვების მიმართულებით. ამ მოძრაობას უარყოფითი მხარეც აქვს - გაზრდილმა ქაოსმა შეიძლება კანონის მოთხოვნების უარყოფა და პირადი პასუხისმგებლობის შემცირება გამოიწვიოს.
რეტროგრადული მერკურის ფონზე, სატურნსა და ურანს შორის დაძაბულობა იმატებს. ეს იშვიათი და ძლიერი ასპექტია, რომელიც დაახლოებით 45 წლის განმავლობაში ორჯერ მეორდება. სატურნ-ურანის მოედნის სიმბოლიკა წარმოადგენს შეურიგებელ ბრძოლას ქაოსსა და წესრიგს შორის. ურანი შეუზღუდავი თავისუფლებისკენ უბიძგებს ყოველგვარი წესების და პასუხისმგებლობის სრული არარსებობის პირობებში.
სატურნი პირიქით, წესრიგსა და დისციპლინას მკაცრად იცავს და ცდილობს არსებული წესრიგი შეინარჩუნოს. ეს არის რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის ბრძოლის კლასიკური მაგალითია გაურკვეველი შედეგით. არასტაბილური სოციალურ-პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყნებში შეიძლება მოხდეს სპონტანური დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით.
აღსანიშნავია, რომ 21 თებერვლის შემდეგ, ყველა პლანეტა იმოძრავებს პირდაპირი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების მოქმედება გაცილებით თავდაჯერებული გახდება.
თებერვლის ყველაზე წარმატებული დღეები: 13, 14, 24, 25, 26. დაძაბული დღეები: 17, 19.
თებერვლის დასაწყისსა და შუა რიცხვებში ქალწულებმა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს არ იცავთ და ჯანსაღ პოდუქტებს არ მიირთმევთ, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები შეიქმნას. აკონტროლეთ რას და რამდენს მიირთმევთ და ერიდეთ ცხიმიანი საკვების ჭარბ მოხმარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვიძლის და მთლიანად საჭმლის მომნელებელ სისტემის მდგომარეობა გაუარესდება.
იგივე ეხება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას. ვარსკვლავები გირჩევენ შეწცვალოთ ყოველდღიური განრიგი და მოაწესრიგოთ თქვენი ძილისა და კვების რეჟიმი, ასევე ფიზიკური დატვირთვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ.
შესაძლოა, თქვენს საქმიან ავტორიტეტს დროულად დაუსრულებელი საქმეების გამო, საფრთხე შეექმნას. ამჟამად არახელსაყრელი დროა ხანგრძლივი მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ფრთხილად იყავით შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას, რადგან მოსალოდნელია დაუმორჩილებლობა და შეუსაბამო ქცევა.
თებერვლის ბოლო კვირა გაცილებით უკეთესი იქნება. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი სასიყვარულო ცხოვრება და რომანტიკული ურთიერთობები. სიყვარულის ახსნა, საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ხელსაყრელი დროა იმიჯის შეცვლისა და ვარჯიშის დაწყებისთვის.
თებერვლის ყველაზე წარმატებული დღეებია: 13, 14, 25, 26. მძიმე დღეები: 17, 18.