თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 159.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

Bloomberg-ის სპეციალური პლატფორმის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 159.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 48 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 19.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 5.8 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 6.1 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 მოსახლეზე 68 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა