არსებობს თმის 10 ტიპი - რომელი გაქვთ თქვენ?
თმა – გარეგნობის მნიშვნელოვანი ელემენტი, ბუნებრივი აქსესუარია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორია თქვენი თმის ტიპი და სტრუქტურა, რათა სწორად მოუაროთ მას. სტილისტმა ანდრე უოკერმა კლასიფიკაცია მიანიჭა ქალის თმის ტიპებს.
თმის ტიპები
1. სწორი თხელი;
2. სწორი საშუალო;
3. სწორი სქელი;
4. ტალღოვანი თხელი;
5. ტალღოვანი საშუალო;
6. ტალღოვანი სქელი;
7. ხვეული თავისუფალი;
8. ხვეული სპირალისებრი;
9. ძლიერ ხვეული ფიგურული ფორმით;
10. ძლიერ ხვეული ფიგურის გარეშე.
როგორც ხედავთ, თმის 10 ტიპი არსებობს, თუმცა ისინი 4 კატეგორიადაა დაყოფილი: სწორი, ტალღოვანი, ხვეული და ძლიერ ხვეული. სწორედ ამ კატეგორიებზე დაყრდნობით უნდა შეარჩიოთ თმის მოვლის მეთოდები. განსხვავება ნამდვილად არსებობს!
სწორი თმა
თმის ასეთი ტიპი გვავალდებულებს თმის ხშირად დაბანას, რადგან ძალიან სწრაფად ცხიმიანდება. ასევე, შეიძლება ხანდახან მშრალი შამპუნის გამოყენებაც, თუ თავის დასაბანად დრო არ გაქვთ. თუ თმა მცირე მოცულობისაა, შეარჩიეთ ისეთი შამპუნები და კონდიციონერები, რომლებიც მოცულობას გაზრდის. როცა თმას ფენით იშრობთ, მოცუობის შესაქმნელად მრგვალი სავარცხელი გამოიყენეთ. თუ საშუალო ან სქელი მოცულობის თმა გაქვთ, შეარჩიეთ კასკადების მსგავსი ვარცხნილობები, რათა თმებს მოძრაობის ეფექტი მიანიჭოთ. თუ თხელი თმა გაქვთ, უფრო მოცულობითი ვარცხნილობები შეარჩიეთ.
ტალღოვანი თმა
თქვენი მთავარი მისიაა – თმას მოცულობა მიანიჭოთ ისე, რომ “ბუმბულად” არ აქციოთ. ამისთვის გჭირდებათ დამატენიანებელი ეფექტის მქონე კონდიციონერები და შამპუნები, შეგიძლიათ კვირაში ერთხელ ასეთივე ნიღბებიც გაიკეთოთ. ასეთი ტიპის თმის გასაკონტროლებლად და ტენიანობის დასაფიქსირებლად, თმის შუასა და ბოლოებზე ზეთის ან მუსის დატანებაც შეიძლება. არასდროს არ გაიშროთ თმა ფენით ბოლომდე, ასე ბუნებრივ ტალღებს გაიფუჭებთ და უბრალოდ გასიებულ თმა აქცევთ. ვარცხნილობის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მოკლედ შეიჭრით თმას, მით უფრო მაგრად დაიხვევა ისინი. თუ თხელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ მრავალფენიანი ვარცხნილობების გაკეთებაც მოცულობის დასამატებლად.
ხვეული თმა
მისია იგივეა – თმის ტენიანობის შენარჩუნება. შეგიძლიათ ისეთი შამპუნებისა და კონდიციონერების შერჩევა, რომლებიც სპეციალურად ხვეული თმისთვისაა გათვლილი. თმა მაშინ დაივარცხნეთ, როცა ჯერ კიდევ სველია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ მისი კარგად და ლამაზად დავარცხნა. თუ სველ თმას დაივარცხნით, ისინი შემდეგ ლამაზ ხვეულებად იქცევა. ვარცხნილობის დროს ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მოკლე თმა გექნებათ, მით უფრო დაიხვევა.
ძლიერ ხვეული თმა
როგორც ტალღოვანი და ხვეული თმის ტიპების შემთხვევაში, თქვენც თმის დატენიანება გესაჭიროებათ. გამოიყენეთ შესაბამისი კონდიციონერები და შამპუნები. აბაზანიდან გამოსვლისას აუცილებლად გაიმშრალეთ თმა პირსახოცით მაქსიმალურად. ნუ გამოიყენებთ ფენს, რადგან თქვენი ბუნებრივი ფიგურული ხვეულები ერთ დიდ ბუმბულის გროვად იქცევა. გაიშრეთ თმა ბუნებრივად, თუ არსად გეჩქარებათ. რაც უფრო მოკლედ იჭრით თმას, მით უფრო ქაოტურია ხვეულები. არ დაგავიწყდეთ ბოლოების ხშირი შესწორებაც.
ახლა უკვე იცით თქვენი თმის ტიპის თავისებურებები. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და შეინარჩუნეთ თმის მაქსიმალური სიჯანსაღე.