თეგებით ძიება

რომელი პროდუქტების გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

ზოგიერთი პროდუქტის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება ჯანმრთელობის და ადამიანის უსაფრთხოების გამო არ შეიძლება. მათ რიგშია რძე, კარტოფილი, კვერცხი, ბრინჯი და სხვა.

მოხარშული კვერცხი. შესაძლოა, ვიღაცამ პირადი სავალალო გამოცდილებით უკვე იცის: მოხარშული კვერცხის გაცხელების მცდელობა აფეთქებას იწვევს და მნიშვნელობა არ აქვს, კვერცხი ნაჭუჭშია თუ არა. ამას პროდუქტის შიგნით სითხის აორთქლება იწვევს, ხოლო დაგროვებული ორთქლი ძლიერ წნევას ქმნის. კვერცხი ამ მეთოდით რომ შეათბოთ და არ დაზიანდეთ, ნაჭრებად დაჭერით.

ბრინჯი. აშშ-ს სურსათის სტანდარტების სააგენტო გაფრთხილებთ: მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული ბრინჯის ჭამამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. ექსპერტების თქმით, პროდუქტი მხოლოდ ახალი, მომზადებისთანავე უნდა მიიღოთ. ოთახის ტემპერატურაზე გაცივებული ბრინჯი გაცხელების შემდეგ ბაქტერია Bacillus cereus-ს თავშესაფარი ხშირად ხდება, რომელსაც ტოქსიკური სპორების წარმოქმნა შეუძლია და მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეა.

ფურცლოვანი მწვანე ბოსტნეული, ჭარხალი. არსებული მონაცემებით, ამ პროდუქტების მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება არ შეიძლება, რადგან მასში შედის ნიტრატები (ნატურალური ბუნებრივი ნაერთები, სასუქში არ აგერიოთ), რომელთაც კანცეროგენული ეფექტის მქონე ნიტროზამინად გარდაქმნა შეუძლიათ. თერმულად დასამუშავებლად მხოლოდ ქვაბში მოხარშეთ ან ღუმელი გამოიყენეთ.

ჩილეს წიწაკა. მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული წიწაკა ათავისუფლებს კაპსაიცინს – ნატურალურ მწველ ნივთიერებას. ეს ნივთიერება თვალს, ყელს, ლორწოვან გარს აღიზიანებს. მას დამწვრობის გამოწვევა შეუძლია.

კარტოფილი. როგორც ბრინჯი, კარტოფილი სჯობს ახალ მოხარშული მიიღოთ და არა მომზადებული და შემდეგ დიდხანს გაგრილებული. ოთახის ტემპერატურაზე მასში ბაქტერია Clostridium botulinum გროვდება, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში გაცხელების შემდეგაც ნარჩუნდება. გარდა ამისა, განმეორებითი გაცხელება სახამებლის დაშლას ხელს უწყობს – მისი მიღება პრობლემურ ზონებში ცხიმების დაგროვებას იწვევს.

გაყინული ხორცი. იაპონელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხორცი, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში 6 წუთით იმყოფება, B12 ვიტამინის ნახევარს კარგავს. დამატებით ხორცში ბაქტერიები აქტიურად მრავლდება, თუ მის მომზადებას ღუმელიდან გამოღებისთანავე არ დაიწყებთ. ის სახიფათო მიკრობების ძალიან მდიდარი წყარო გახდება.

გაყინული ხილი. მათი გალღობა მიკროტალღურ ღუმელში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი თერმული დამუშავებით მათი ნივთიერებები გლიუკოზიდი და გალაქტოზიდი ადამიანის ორგანიზმისთვის კანცეროგენული ხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა