თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

ყველაზე ლამაზი ტბები მსოფლიოში (ფოტოები)

დედამიწაზე 117 მილიონი ტბაა. როგორ უნდა ამოარჩიო მათ შორის 10 ყველაზე ლამაზი? ძირითადად, სუბიექტურად და ასევე, ინტერნეტში გამოხმაურებების მიხედვით. თითოეული ეს ტბა იმდენად შთამბეჭდავია, რომ შეიძლება ფოტოს გადაღებაც კი გადაგავიწყდეთ.

1. კრატერის ტბა, ორეგონი
ამერიკის ყველაზე ღრმა ტბა ამავე დროს ყველაზე პოპულარულიცაა. თვალისმომჭრელად ლურჯი წყალი აქ მას შემდეგ დაგუბდა, რაც 6 000 წლის წინ მთა მაზამადან ლავამ ამოხეთქა, რის შედეგადაც უზარმაზარი ღრმული დარჩა.

ყველაზე ლამაზი ტბები მსოფლიოში (ფოტოები)



2. მკვდარი ზღვა, იორდანია

მკვდარი ზღვა, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც ადგილს, სადაც ვერ ჩაიძირები, ყველაზე უცნაური ტბაა დედამიწაზე. ის თავის დროზე დედამიწის ტექტონიკური ფილების ერთმანეთისგან დაშორების შედეგად შეიქმნა. ტბა საოცარი სისწრაფით მცირდება. ასე რომ, იქამდე უნდა მოასწროთ მისი ნახვა, სანამ ჯერ კიდევ არსებობს.




3. კომოს ტბა, იტალია
კომოს ტბა მყინვარული წარმოშოვის ტბაა და 400 მეტრი სიღრმით, ევროპის ერთ-ერტ ყველაზე ღრმა ტბას წარმოადგენს. კომოს ტბა ჯერ კიდევ რომაული ხანიდან პოპულარული თავშესაფარი იყო არისტოკრატებისათვის, დღეისთვის კი ტურისტების საყვარელი დანიშნულების ადგილია.



4. ლაგუნა კოლორადა, ბოლივია

ბოლოვიაში მდებარე წითელი ლაგუნას დანახვისას შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ დედამიწაზე ხართ. ეს სანახაობა სპეციფიკური ფერის წყალმცენარეების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ფლამინგოებზეც უნდა ვისაუბროთ, რომლებიც არაჩვეულებრივად ეხამებიან გარემოს.



5. ბლედი, სლოვენია

სლოვენია ტურისტებით დიდად არაა განებივრებული, რაც დასანანია, რადგან ბევრგან ვერ ნახავთ ტბაში აღმართულ გოთიკურ ეკლესიას, რომელიც 1400-იანი წლებიდან მოყოლებული გადაჰყურებს კობალტისფერ წყალს. აქაურობა იმდენად მშვიდია, რომ შეიძლება ჩურჩულით დაიწყოთ ლაპარაკი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა