ბათუმში მიუსაფარი კაცი დაჭრეს
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უსახლკარო კაცი დაჭრეს. შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა.
დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.