თეგებით ძიება
13. 02. 2021 მსოფლიო

Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას ბავშვებზე პირველად გამოცდიან

ოქსფორდის უნივერსიტეტი covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას ბავშვებში პირველად გამოცდის. კვლევაში 300-მდე მოხალისე ჩაერთვება, პირველი აცრები კი მიმდინარე თვეში ჩატარდება.

უნივერსიტეტმა კვლევა დაიწყო, რომლის მიზანი ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური პასუხის შემოწმებაა. ახალი კვლევა აჩვენებს, ეფექტურია თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინა ექვსიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.

აღსანიშნავია, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეფასებულია, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“.„ასტრაზენეკას“ მიზანია მიმდინარე წელს სამი მილიარდი დოზის წარმოება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა