14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ეცადეთ ეს დღე ისე გაატაროთ, რომ ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩეთ და სხვების პრობლემებმა ყურადღება არ გადაიტანოთ. გვერდი აუარეთ მათ, ვინც ვინც მუდმივად წუწუნებს და უკმაყოფილოა. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ დისტანცია შეინარჩუნოთ და თქვენი საიდუმლოება არ გათქვათ.
კურო
ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა დაგეგმოთ. დროა, ცოტა შეისვენოთ. თუ ეს შეულებელია, ეცადეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი საქმეები აკეთოთ და ზედმეტი ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავოთ. ეცადეთ ეს დღე სასიამოვნო შეხვედრებით და საინტერესო საქმიანობით შეავსოთ.
ტყუპები
თავიდან მოიცილეთ იმ ადამიანწებზე ფიქრი, რომლებიც თქვენში უარყოფით ემოციებს და დისკომფორტი იწვევენ. თუ შესაძლებელია, ნუ მიიღებთ მონაწილეობას დისკუსიებსა და კონფლიქტებში - მაინც ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ.
კირჩხიბი
ეცადეთ მშვიდობა დაამყაროთ ყველასთან, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. უხეშობისგან თავი შეიკავეთ და ეცადეთ დელიკატურად იმოქმედოთ. ნებისმიერი მიზეზით აარიდეთ თავი კამათს, რომელიც შეიძლება დიდი კონფლიქტის დასაწყისი გახდეს. მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ, რადგან დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძნელი იქნება.
ლომი
მოერიდეთ ცვლილებებს თქვენი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, რადგან შეიძლება შედეგი ძალიან განსხვავდებოდეს იმისგან, რისი ნახვაც გსურთ. შეგიძლიათ ძველ კავშირებს დაეყრდნოთ, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებენ. ერიდეთ კონფლიქტებს და ეცადეთ ყველა საკითხი მშვიდობიანად მოაგვაროთ.
ქალწული
დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, რაც მუშაობასა და დასვენებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით პრობლემებთან მარტო გამკლავებას - მეგობრები და მოკავშირეები მზად არიან თქვენს დასახმარებლად. მაღაზიაში შესვლისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან არსებობს თაღლითობის ან ქურდობის საფრთხე.
სასწორი
თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოვლენები ზუსტად ისე არ განვითარდება, როგორც წარმოგედგინათ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლით. ახალგაზრდებს მშობლებთან საერთო ენის პოვნა გაუჭირდებათ, გამორიცხული არ არის კონფლიქტური სიტუაცია. დიდ შეცდომას უშვებთ - უმჯობესია, უფროსების რჩევები გაითვალისწინოთ.
მორიელი
ამ დღეს თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს, ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ. დაუთმეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. ეცადეთ ქცევისა და ურთიერთობის სწორი მოდეწლი შეიმუშავოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ ეცადეთ ყველაფერი ნელა და თანმიმდევრულად აკეთოთ. ნუ უგულებელყოფთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც თქვენი წარმატება გულწრფელად სურთ. კარგი პერიოდია როგორც ახალი ნაცნობობისთვის, ასევე, ძველი კავშირების განახლებისთვის.
თხის რქა
საჭირო არ არის ნაჩქარევად მოქმედება. ნუ დაპირდებით დახმარებას ვინმეს, სანამ სიტუაციაში არ გაერკვევით და ნუ იჩქარებთ კონფლიქტში ვინმეს მხარდაჭერას. ვიღაცამ შეიძლება თქვენი მოტყუება სცადოს. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებთან ურთიერთობას, გაითვალისწინეთ მათი განწყობა და სურვილები, მაგრამ ვიღაცის ახირებებს ნუ აჰყვებით. მეტი დრო დაუთმეთ ისეთი საქმის კეთებას, რაც ბედნიერებას განიჭებთ.
მერწყული
ეს დღე თითქმის ყველა სფეროში ხელსაყრელია. გირჩევთ არავის არაფერს დაპირდეთ, რადგან თქვეწნგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეიძლება პირობის შესრულება გაგიჭირდეთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას - ფული არ ისესხოთ და არ გაასესხოთ.
თევზები
დროა, დამღლწელი მუშაობის შემდეგ დასვენებაზე იფიქროთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ სამოგზაუროდ გაემგზავროთ ან თეატრების, გამოფენების ან კონცერტების მონახულებით თქვენი თვალსაწიერი გაიფართოვოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს გვერდით დაგიდგნენ. გირჩევთ მცირე ოჯახური წვეულება მოაწყოთ და მოიწვიოთ, ერთად გატარებული დრო ყველასთვის სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.