თეგებით ძიება

არ გადავიხადე და ვერ დამიჭერთ ვერც სასამართლოთი და ვერც პარლამენტით - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პროკურატურის მიერ დაკისრებულ სანქციაზე, დამატებით გადაეხადა გირაო, უარი განაცხადა, აცხადებს, რომ მას ვერ დააპატიმრებენ.

"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე - გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.
ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ", - წერს ნიკა მელია ფეისნუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა