თეგებით ძიება

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები გეგმების განხორციელებას შეძლებენ. ხელსაყრელია საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრები და სტუმრების მიღება. მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებაში სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანი ან ორგანიზაცია დაგეხმარებათ. ეცადეთ ამ დღეს ხალხს სიხარული მიანიჭოთ, ვალები დაარიგოთ და სახლი დაასუფთავოთ. ახლობელ ადამიანებს შეიძლება მრავალი სასიამოვნო მომენტი მოუტანოთ. ეცადეთ ცხოვრებით ტკბობა ისწავლოთ.

კურო
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. პრინციპულად იმოქმედეთ და ინიციატივა არავის დაუთმოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გეგმების განხორციელება საკმაოდ რთული იქნება. ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია დაწყებული საქმის მიტოვება და ახლობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა. ამ დღეს ტრამვის ალბათობა მაღალია. სიფრთხილე გამოიჩინეთ ბასრ საგნებთან და ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობის დროს.

ტყუპები
ეჭვები დაივიწყეთ და გრძნობებს უფლება მიეცით, რომ მთლიანად დაგიპყრონ. ეცადეთ ბუნებრივად იმოქმედოთ, მაგრამ საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ - გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევთ. ამ დღეს სარისკო საქმიანობაც კი ნებადართულია. სიყვარულში პირველ შთაბეჭდილებას ენდეთ, ის ყველაზე უტყუარია.

კირჩხიბი
შეყვარებულებს გრძნობების გაცივება ელით, ამიტომ პირადი ცხოვრება შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს. ამის მიზეზი სავარაუდოდ, ხშირი ჩხუბი, მოუცლელობა ან მეტოქის გამოჩენა იქნება. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას გამოწვევები ელის. თუ ამ პრობლემების თავიდან აცილება მოახერხეთ, ოჯახში ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო დამყარდება.

ლომი
ამ დღეს თქვენი განწყობა ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის მერყეობს. დილით ემოციურად დაძაბული ფონი უკიდურესად გაართულებს მოლაპარაკებას პარტნიორებთან და კოლეგებთან. მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც განწყობას გაგიფუჭებთ. არასასურველია შეხვედრების და საქმიანი შეხვედრების დანიშვნა. ნუ ინერვიულებთ. შესაძლებელია საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ სასიცოცხლო ენერგიის უზარმაზარი მუხტი მიიღოთ.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ ექსპერიმენტებისგან და ძველი კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. საქმის მიმდინარეობის დროს თანმიმდევრულობა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ საკუთარ ვალდებულებებე უარის თქმამ თქვენი საქმიანი რეპუტაცია შეიძლება დააზიანოს.

სასწორი
ყველა შემოთავაზებული შემთხვევა გამოიყენეთ და წარმატებისშანსი ხელიდან არ გაუშვათ. დღის მეორე ნახევარში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას გამოცდა ელის. გამორიცხული არ არის ეჭვიანობა ან კამათი ფულის გამო. ეცადეთ თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ - დრო ყველას მიუზღავს. ძლიერი ჯანმრთელობა და თავდაჯერებულობა კონფლიქტებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა განახლებისა და ცვლილებებისთვის. მოვლენების ხელსაყრელი განვითარების წყალობით შეილება თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ეს ყველაზე შესაფერისი დღეა პროფესიული და პირადი საკითხების გადასაჭრელად, საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ახალი სიყვარული ელის.

მშვილდოსანი
შეიძლება მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიულებთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციების დაწყებისგან. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ გონივრული დამოკიდებულება გამოიჩინოთ. ზედმეტმა მიჯაჭვულობამ და ბობოქარმა გრნობებმა შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ.

თხის რქა
დაიწყეთ სულისა და სხეულის, ასევე სახლის გაწმენდა. შეწყვიტეთ არაგულწრფელი ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებთ. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს ყველა იმ კითხვის პასუხი იპოვოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ და ახლობლებთან ურთიერთობა ნათელი და ჰარმონიული გახდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ფიზიკური და გონებრივი გადაღლა არასასურველია, რადგან ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრამვა, ნერვული სტრესი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მერწყული
ამ დღეს ლოდინის ტაქტიკა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ოდესმე. გირჩევთ დინებას მიჰყვეთ და მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობას ხელი არ შეუშალოთ, მაშინ პრობლემების უმეტესობა თავისთავად გაქრება. მერწყულ ქალს სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო სიახლე ელის. შესაძლებელია ის შეხვდეს ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებს.

თევზები
ხელსაყრელი დღეა პრინციპული და მოტივირებული ადამიანებისთვის. გირჩევთ ეს დღე მოლაპარაკებებისა და საჭირო იურიდიული კონსულტაციის მისაღებად . მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის დროს საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა