თეგებით ძიება

ერიდეთ ოჯახში დაპირისპირებას - რა ელით მორიელებს თებერვალში?

თებერვალში პლანეტების მოძრაობის ერთ-ერთი მახასიათებელია მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მერწყულში, რაც 30 იანვრიდან 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

ამ დღეების განმავლობაში, ბევრმა ადამიანმა და განსაკუთრებით, მერწყულებმა შეიძლება საქმის მიმდინარეობაში შემაფერხებელი ფაქტორების გავლენა იგრძნონ.
მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება გართულდეს და შეცვალოს. ის, რაც იანვრამდე საკმაოდ აშკარა და შეთანხმებული იყო, შეიძლება გადაიხედოს ან გაუქმდეს. ჩვეულებრივზე ხშირია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. ეს განსაკუთრებით ეხება კომპიუტერებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და ინტერნეტს. შესაფწერისი დროა იმისთვის, რომ გაჩერდეთ და მოიფიქროთ სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა.

შესაძლოა, სიტუაციის ანალიზმა და წარსულში მიღებულმა გამოცდილებამ ზოგი სტრატეგიული გეგმის შეცვლის აუცილებლობაში დაგარწმუნოთ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსალოდნელია ქაოტური მოძრაობები უფრო მეტი პირადი თავისუფლების მოპოვების მიმართულებით. ამ მოძრაობას უარყოფითი მხარეც აქვს - გაზრდილმა ქაოსმა შეიძლება კანონის მოთხოვნების უარყოფა და პირადი პასუხისმგებლობის შემცირება გამოიწვიოს.

რეტროგრადული მერკურის ფონზე, სატურნსა და ურანს შორის დაძაბულობა იმატებს. ეს იშვიათი და ძლიერი ასპექტია, რომელიც დაახლოებით 45 წლის განმავლობაში ორჯერ მეორდება. სატურნ-ურანის მოედნის სიმბოლიკა წარმოადგენს შეურიგებელ ბრძოლას ქაოსსა და წესრიგს შორის. ურანი შეუზღუდავი თავისუფლებისკენ უბიძგებს ყოველგვარი წესების და პასუხისმგებლობის სრული არარსებობის პირობებში.

სატურნი პირიქით, წესრიგსა და დისციპლინას მკაცრად იცავს და ცდილობს არსებული წესრიგი შეინარჩუნოს. ეს არის რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის ბრძოლის კლასიკური მაგალითია გაურკვეველი შედეგით. არასტაბილური სოციალურ-პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყნებში შეიძლება მოხდეს სპონტანური დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით.

აღსანიშნავია, რომ 21 თებერვლის შემდეგ, ყველა პლანეტა იმოძრავებს პირდაპირი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების მოქმედება გაცილებით თავდაჯერებული გახდება.

თებერვლის ყველაზე წარმატებული დღეები: 14, 24, 25, 26. დაძაბული დღეები: 17, 19.

ერიდეთ ოჯახში დაპირისპირებას - რა ელით მორიელებს თებერვალში

თებერვლის დასაწყისსა და შუა რიცხვებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორ ვითარდება ურთიერთობები ოჯახში და პარტნიორობაში. ეს საკითხი შეიძლება თქვენი ნერვიულობისა და თავის ტკივილის მიზეზი გახდეს. ოჯახურ გარემოში მოსალოდნელია დაპირისპირება და კონფლიქტი. ამის მიზეზი შეიძლება ოჯახის რომელიღაც წევრის უპასუხისმგებლობა გახდეს.

შეიძლება ისეთი საქმის გაკეთება მოგიწიოთ, რომლის გაკეთებაც ოჯახის სხვა წევრს არ სურს. ამან შეიძლება თქვენი სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვიოს. თუ შეთანხმება ვერ მოახერხეთ, ვითარება შეიძლება უფრო გაუარესდეს და ოჯახის რომელიღაც წევრმა სახლი დატოვოს.

ამ პერიოდში სახლში სარემონტო სამუშაოების დაწყება სასურველი არ არის. ასევე, არ უნდა წამოიწყოთ საქმე, რომელიც ოჯახის წევრების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ოჯახის გაერთიანების მცდელობამ შეიძლება საპირისპირო შედეგები გამოიწვიოს.

თებერვლის ბოლო კვირის განმავლობაში სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვალოს. თქვენ ყველა სადავო საკითხზე შეთანხმებას შეძლებთ. შესანიშნავი დროა რომანტიული ურთიერთობებისთვის. თუ სასიყვარულო ურთიერთობა დიდი ხანია გაქვთ, მაშინ მოსალოდნელია ნიშნობა და ქორწინება.

თებერვლის ყველაზე წარმატებული დღეებია: 14, 24, 25, 26. რთული დღეები: 17, 19.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა