რომელია სასწორის ნიშნით დაბადებულების 6 საუკეთესო თვისება
სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია და ასტროლოგების აზრით პარტნიორობა-ქორწინების სახლის მმართველად ითვლება. სასწორებს პლანეტა ვენერა მართავს, რის ხარჯზეც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ვიზუალურად ყოველთვის მომხიბვლელები არიან.
კიდევ რა ექვსი საუკეთესო თვისება აქვს სასწორის ნიშნით დაბადებულს ადამიანებს:
1. სასწორი მშვიდობის მოსურნეა - ვერ იტანს აგრესიას და უხეშობას, ამიტომ მზადაა თავად იკისროს ხოლმე მედიატორის როლი მოჩხუბარი მხარეების დასაშოშმინებლად. დიპლომატიაში კი ამ ადამიანებს ბევრი ვერ გაეჯიბრება.
2. აქვს მდიდარი სხეულის ენა - სითბოს გამოხატვა, ჩახუტება, მოფერება - ეს სასწორის ნიშნით დაბადებულის სავიზიტო ბარათია. ამ ადამიანებს უყვართ საკუთარი ემოციების საჯაროდ აფიშირება და ამით ხშირად იხვეჭენ ხოლმე პოპულარობას.
3. კონცენტრირებულია კომფორტზე - სასწორის ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ კომფორტს როგორც სულიერს, ისე მატერიალურს. თუმცა ამ კომფორტის შესაქმნელად თავადაც მზად არიან ბევრის გასაღებად. ნებისმიერი სასწორი შეგიქმნით კომფორტს საუბისას, იგი შესანიშნავი მრჩეველი და მსმენელია.
4. არ უჭირს კომპრომისები - "ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ" - სასწორის მანევრირების საუკეთესო ილუსტრაციაა. სასწორის დათმობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ფეხის საწმენდ ტილოდ იქცევა სხვების თვალში. იგი ზოგჯერ აგებს ომს, მაგრამ ყოველთვის იგებს ბრძოლას.
5. ფლობს ფლირტის ხელოვნებას - სასწორები ფლირტის დიდოსტატები არიან. ქალიც და მამაკაციც ამ ნიშნით დაბადებული საოცრად მომხიბვლელია საპირისპირო სქესის თვალში. დიახ, სასწორებს ეხერხებათ ინტერესის ობიექტისთვის თავის მოწონება. თუმცა მათი საქციელი არასოდეს გადადის ზღვარს ამ მხრივ.
6. ობიექტურია კამათში - სამართლიანობის გრძნობა სასწორის საუკეთესო თვისებაა. ნებისმიერი სასწორი იცავს ობიექტურობას კამათისას და იშვიათად იკავებს მიკერძოებულ პოზიციას, რაც არ უნდა მართლად მიაჩნდეს თავი. იგი ყოველთვის აწონ-დაწონის ოპონენტის აზრს და ეცდება პატივი სცეს მას.