თეგებით ძიება

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

კარგად გამოძინებული ხარ და წინ დასვენების დღეები გელოდება – ხომ არ ფიქრობ, კარგი იდეა იქნებოდა, დილა სექსით დაგეწყო?

8. დიახ, სექსი დღის დაწყების საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ კიდეც – დილას როგორც დაიწყებ, მთელ დღესაც ისე გაატარებო. დადებითი ემოციით გაღვიძება ნამდვილად დაგეხმარება, მომდევნო 24 საათის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნო. თანაც ცნობილია, რომ დილით სექსით დაკავება ადამიანს ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს: ამ დროს ორგანიზმი „ჩახუტების ჰორმონს“ – ოქსიტოცინს გამოიმუშავებს, რომელიც პარტნიორის მიმართ სიახლოვის გრძნობას უფრო აღვივებს და თბილი ემოციები მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება. სულ ცოტა, სამსახურისკენ მიმავალ გზას მაინც გაიხალისებ.

7. სიზარმაცის საპატიო მიზეზი გაქვს: ახალგაღვიძებულ მდგომარეობაში არავის აქვს იმის ენერგია, საწოლში აკრობატული ილეთები აკეთოს, ამიტომაც საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, უპირატესობა „ზარმაც“ პოზებს მივანიჭოთ.

6. არავინ გაგაკრიტიკებს, ცოტა ხანს ლოგინში თუ იკოტრიალებ და გაღვიძებისთანავე არ წამოხტები.

5. თანაც, ხომ შეიძლება, დღის ბოლოს ორივე ისეთი დაღლილები იყოთ, სექსის თავი აღარც გქონდეთ, ამ შემთხვევაში კი – გეგმა შესრულებულად ჩაგეთვლება!

4. სამსახურში დაგვიანების შიში ნუ გექნება: უბრალოდ, მაღვიძარას დაპაუზების ნაცვლად, გამოფხიზლდი და ის დრო სექსს მოახმარე, შემდეგ შხაპი პარტნიორთან ერთად მიიღე. საუზმის მირთმევაც გაგიადვილდება – ახალგაღვიძებულზე ჭამა ყველას გვეზარება, სექსის შემდეგ კი ყველაფერს მადიანად გადასანსლავ და სამსახურისკენ მხნედ გაემართები.

3. დილის სექსი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა: ამ დროს ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს და ნაკლები შანსია, გრიპი ან სხვა რომელიმე ინფექცია გადაგედოს.

2. სექსი დილით უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანია: მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე დილით გაცილებით მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ადვილად ახერხებს აღგზნებას, არამედ ამ მდგომარეობას უფრო დიდხანს ინარჩუნებს.

1. ბოლოს და ბოლოს, ყველა ასე იქცევა: ცოტა ვაზვიადებთ, მაგრამ გამოკითხული ადამიანების მთელი 34% აცხადებს, რომ სექსით დაკავებას დილის საათებში ამჯობინებს. რატომ უნდა იჯდე სამსახურში დაბღვერილი და მძინარე სახით, როდესაც თანამშრომლების 1/3-ს სახე ბედნიერებისგან უბრწყინავს, რადგან, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დილის თავგადასავლებს იხსენებს?

trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა