რომელ ქვეყნებში ჰყავთ ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი
„სხვა ქვეყნები-სხვა წესები"- მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლშიც? გლობალური გამოკითხვის მონაწილეებმა თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ გერმანული ტაბლოიდი Bild-ი წერს.
სექს-სათამაშო Lelo-ს მწარმოებელი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი (საშუალოდ 15-20) შვეიცარიაში, გერმანიასა და ბრაზილიაში ჰყავთ.
ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლოება სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ ერთხელ ან სამჯერ იცვლის. ანალოგიური პასუხი გასცეს ესპანელებმა და იტალიელებმაც.
გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ კარგი სექსუალური ცხოვრება აქვს. სტატიაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 0,99%-მა თქვა, რომ ორგაზმი არასდროს განუცდია.
რაც შეეხება პოზებს, ყველაზე პოპულარული პოზა Doggy style აღმოჩნდა. გამოკითხულთა 50,41%-მა უპირატესობა სწორედ ამ პოზას მიანიჭა.
imedinews.ge