ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია – ვისზეა გამიჯნურებული ნიკა ალასანია
მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ოჯახის წევრები დიდი ინტერესით სარგებლობენ. სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკა და გიორგი, აქტუალურები მაშინ გახდნენ, როდესაც ცნობილ ქართველ გოგონებზე ლიკა ევგენიძეზე და ელენე დუმბაძეზე დაქორწინდნენ.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ნიკა ალასანია ლიკა ევგენიძის ოჯახი, რადგან ლიკა ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც არ არიდებდა თავს.
წყვილი ამერიკაში ცხოვრობდა, თუმცა ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და საკუთარ სამშობლოში ტელეწამყვანობაც კი დაიწყო.
მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ ქორწინება რამდენიმე წელიწადში დასრულდა. რა გახდა დაშორების მიზეზი უცნობია.
თუმცა საზოგადოებისთვის მალევე გახდა ცნობილი, ევგენიძის ახალი რომანის შესახებ, მისი რჩეული მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი გახდა.
წყვილი უკვე წლებია ერთად არის და თავს ჰარმონიულად გრძნობენ. ნიკა კოჩაროვმა ლიკა ევგენიძე აამღერა კიდეც.
სანამ კორონავირუსის პანდემია გამოცხადდებოდა, ისინი ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ.
როგორც ჩანს ახალი სიყვარული ლიკას ყოფილმა ქმარმა, ბიზნესმენმა ნიკა ალასანიამაც იპოვა.
მისი რჩეული ამჯერად უცხოელი ქალი კელი ქენდლია. წყვილი ერთად მოგზაურობს და რომანტიკულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.
primeambebi.ge