თეგებით ძიება

სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი

უმარტივესი ფაფუკი შოკოლადის ნამცხვარი, რომლის ცომის მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.

რეცეპტის ინგრედიენტები:

2 ჭიქა შაქარი
3/4 ჭიქა დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
1/2 ჩ/კ საცხობი სოდა
2 ცალი კვერცხი
1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
1 ჭიქა მდუღარე წყალი
3/4 ჭიქა ფქვილი
1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ მარილი
1 ჭიქა რძე
2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

დიდ თასში აურიეთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა და მარილი. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ზეთი, ვანილი და მიქსერით 2 წუთით საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ. ბოლოს, შეურიეთ მდუღარე წყალი. ცომი თხელი გამოვა. თანაბრად გაანაწილეთ წინასწარ გამზადებული ლანგრებზე.

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი ორ 23 სმ მრგვალ საცხობ ლანგარს.

აცხვეთ 30–35 წუთით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. გააცივეთ ლანგარშივე 10 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ რკინის ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.

ბოლოს მორთეთ თქვენთვის სასურველი და საყვარელი შოკოლადის კრემით ან მინანქრით.


kulinaria.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა