რა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას ზოგიერთი მოდური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
მაღალი ქუსლი, ფეხსაცმელი საქუსარის გარეშე, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსი, დიდი ჩანთა, მხარზე გადაკიდებული ჩანთა, კაპიუშონიანი ტანსაცმელი და პალტო ძალიან მოდურია, მაგრამ გაუმართლებელ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას. მაგალითად, ვიწრო ჯინსები ზღუდავს მენჯბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოძრაობას და ცვლის თავად სხეულის მოძრაობის მექანიკას.
კვლევის თანახმად, ქალების 73% აწუხებს ზურგის ტკივილი. ტანსაცმელი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, ქალების 28% არ იცის, რომ ტანსაცმელი დაკავშირებულია ზურგის, კისრის ტკივილთან და ცუდ ტანდეგობასთან. დაახლოებით 33%-მა ამ დამოკიდებულების შესახებ არაფერი იცის.
ასევე დადგინდა, რომ ქალების დაახლოებით 20% ატარებს ფეხსაცმელს ფეხის უკანა დამჭერის (საქუსარის) გარეშე. ეს ზრდის ფეხებსა და ხერხემალზე დატვირთვას. მანდილოსნების 10% მძიმე სამკაულებს (მაგალითად, დიდი ზომის ყელსაბამი) ირჩევს. ის კი აწვება კისერს და ცვლის ტანდეგობას. ასე ხდება მაშინაც, როდესაც ქალი დიდ, ძმიმე კაპიუშონიან პალტოს იცვამს.
mkurnali.ge