ყველაზე ხშირად კვირის რომელ დღეს ჩხუბობენ დაოჯახებული წყვილები
არა, ეს ორშაბათი დღე ნამდვილად არ არის.
საინტერესო კვლევა ჩაატარეს მეცნიერებმა ბრიტანულ ვებპორტალზე Betterbathrooms.com. მათ გადაწყვიტეს დაედგინათ კვირის დღე და დრო, როცა წყვილები იწყებენ ჩხუბს ან კამათს. ჩატარებული კვლევების თანახმად, მონაწილეობა 3000-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ არა კვირის დღე გამოვლინდა, არამედ დრო - 18:00-დან 20:00-მდე.
როგორც ჩანს, ეს სწორედ ის დროა, როცა ორივე პარტნიორი სამსახურიდან ბრუნდება.
შედეგებმა ამავდროულად გამოავლინა ჩხუბის მიზეზებიც. წვრილმანი კამათი დაოჯახებულ წყვილებს შორის საშუალოდ წელიწადში 312-ჯერ ხდება,
რომელიც პრაქტიკულად გამოწვეულია პარტნიორის მავნე ჩვევებით, რაც აღიზიანებს მეორეს: სველი პირსახოცი საწოლზე, დაყრილი წინდები, ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში, ცუდად მომზადებული ან მოუმზადებელი ვახშამი, პურის ნამცეცები საწოლში ან გამოურთველი სინათლე.
დაკვირვებამ ცხადყო, რომ წყვილებს შეუძლიათ ურთიერთობებზე მუშაობა იმისათვის, რომ აირიდონ წვრილმანებზე კამათი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივლენ სტადიამდე "ჩვენ აღარ ვართ ურთიერთობაში, მაგრამ მონათესავე სულებად დავრჩით." ოჯახის ფსიქოლოგების მოსაზრებით, წყვილების უმეტესობა, რომელთა შორისაც ჩაქრა გრძნობები და ვნება, სწორედ ამ მიზეზით რჩება ერთად.
marao.ge