რა იწვევს ნაადრევ ნაოჭებს - 5 ჩვევა, რომელზეც უარი უნდა თქვათ
ჩვენი კანისთვის საკმაოდ ნეგატიური, გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები გააჩნია ზოგიერთ, ერთი შეხედვით უვნებელ, ყოველდღიურ ქმედებას. ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ერთი შეხედვით უვნებელმა ჩვევებმა, შესაძლოა კანზე ნაოჭების გაჩენაც კი გამოიწვიოთ. ნახეთ, რა ჩვევები „გაბერებთ“:
1. საღეჭი რეზინის მოხმარება
იმ ადამიანებს, ვინც გამუდმებით საღეჭ რეზინს მოიხმარს, პირის ირგვლივ, შესამჩნევი ნაოჭები აღენიშნება. ექიმები თვლიან, რომ ამაზე საღეჭი რეზინია პასუხისმგებელი. ღეჭვის დროს, კუნთები ზედმეტად იტვირთება, რაც პირის ირგვლივ, წვრილი ხაზებისა და ნაოჭების მიზეზი ხდება.
2. სმარტფონთან მეტისმეტად დიდი დროის გატარება
თუ არ გიფიქრიათ, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება, შეიძლება ნაადრევი ნაოჭების მიზეზი გახდეს, შემდეგ ჯერზე დააკვირდით სახის პოზიციას, როდესაც ფავორიტ სოციალურ ქსელებს ჩაუჯდებით. სამედიცინო ექსპერტები ეჭვობენ, რომ ტელეფონის მუდმივი დაღმავალი მზერა, კისრის ნაადრევი ნაოჭების მიზეზია.
3. მზის სათვალეზე უარის თქმა
დაბერების ხილული ნიშნების 80%, ნაოჭების ჩათვლით, გამოწვეულია მზის ზემოქმედებით. როდესაც თვალს ჭუტავთ, ეს „ბატის ტერფებს“ კიდევ უფრო აღრმავებს. ხოლო თუ შეეცდებით მზის სინათლეზე, რაიმე დაინახოთ და მზერა დაძაბოთ, ეს წარბებს შორის ნაოჭებსაც გააღრმავებს.
4. სასმლის საწრუპით მიღება
მართალია, საწრუპის მეშვეობით ყავის ან ჩაის დალევა ხელს უშლის კბილებზე ლაქების წარმოქმნას, მაგრამ ნამდვილად გაგიჩნდებათ ნაოჭები ტუჩების გარშემო. ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად მიდრეკილნი არიან ტუჩების ნაოჭებისკენ, უნდა მოერიდონ საწრუპის ხშირად გამოყენებას.
5. სპეციალური ნიღბით ძილი
ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთ საძილე პოზას შეუძლია გამოიწვიოს კანის ნაადრევი ნაოჭები. თუ გვერდზე ან მუცელზე გძინავთ, ბალიში „იჭერს“ და კუჭავს სახეს, რის შედეგადაც კანი იკეცება. "ძილის ხაზების" თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა ზურგზე ძილი. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თვალების გარშემო კანი ძალიან დელიკატურია და მიდრეკილია დაზიანებისკენ. საძილე ნიღბებმა, შესაძლოა კანის ტრავმირება გამოიწვიოს. თუ საძილე ნიღაბს ატარებთ, დარწმუნდით, რომ ის ნაზი და ფაფუკი, ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული და კანს არ აღიზიანებს.