ბალიშის გარეშე ძილი სასარგებლოა
ბევრ ადამიანს არ შეუძლია ძილი ბალიშის გარეშე. სინამდვილეში, ბალიშით ძილი არ არის დასვენების საუკეთესო გზა, რადგან ნეგატიურად მოქმედებს თქვენს სხეულსა და განწყობაზე. მოდით, ვნახოთ რა მოხდება, თუ ბალიშის გარეშე დაიძინებთ:
ზურგის და კისრის ტკივილი წარსულს ჩაბარდება
ბევრი ბალიშის გამოყენება, არაბუნებრივი ძილის მდგომარეობის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბალიში არ იწვევს ზურგის ტკივილს, მას შეუძლია გააუარესოს მრავალი სიმპტომი. როდესაც ბალიშის გარეშე სძინავთ, ხერხემალი ისვენებს, ხოლო სხეული ბუნებრივ მდგომარეობაშია.
ბალიშების უმეტესობა ვერ დაგეხმარებათ სწორ მდგომარეობაში დაძინებაში და შეიძლება ძილის პოზებიც კი გაუარესდეს. კისრის დიდი ხნის განმავლობაში, არაბუნებრივ პოზიციაში ყოფნა არასასიამოვნოა და ამასთან, ძალიან მყარი ან ძალიან რბილი ბალიშები კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზიც კია.
მარტივად გაუმკლავდებით თავის ტკივილს და შემცირდება ზოგადი სტრესის დონე ორგანიზმში
თუ თავის ტკივილით იღვიძებთ ან მძიმედ გრძნობთ თავს, ამის მიზეზი, შესაძლოა თქვენი ბალიში იყოს. ზედმეტად მაღალი ბალიშები იწვევს თავისა და კისრის ისეთ პოზიციაში დაფიქსირებას, რომ კისრის კუნთებზე მეტი დაძაბულობა, დაწოლა მოდის. შეიძლება ესაა მიზეზი, რის გამოც, დილაობით თავის ტკივილი გაღვიძებთ.
ხოლო თუ თქვენი ბალიში ღამით დისკომფორტს გიქმნით, შეიძლება ძილის ხარისხი გაგიუარესდეთ. რაც უფრო ნაკლები ან უხარისხოა თქვენი ძილი საათები, მით ნაკლები დრო აქვს თქვენს სხეულს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად. ძილის მუდმივმა უკმარისობამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე, აზროვნების უნარზე და შედეგად, ორგანიზმმა დღის განმავლობაში მეტ სტრესული ჰორმონი გამოყოს.
გაქრება გამონაყარი და ნაადრები ნაოჭები
თქვენი კანი მადლობას გიხდით ბალიშის დავიწყებისთვის! ჩვეულებრივ, ღამის განმავლობაში, ბალიშზე ძლიერად „აჭერთ“ თავს. ბალიშის ზედაპირზე უამრავი ჭუჭყი, სხეულის ცხიმი და საყოფაცხოვრებო მტვერი გროვდება. ამ ყველაფერმა კი შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება, გამონაყარი და ნაადრევი ნაოჭები.