ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სიყვარულის ეშინიათ
ვნახოთ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც სიყვარულის ეშინიათ.
1. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ყველაზე მეტად აშინებთ სასიყვარულო ურთიერთობები. ისინი პოტენციურ პარტნიორს მაღალი სტანდარტების მიხედვით არჩევენ და ეშინიათ იმის, რომ იმედი გაუცრუდებათ და საყვარელი ადამიანი ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც ეგონათ.ტყუპები ყოველთვის სიახლეებს ეძებს და შიშობს, რომ საყვარელი ადამიანისადმი ინტერესს დაკარგავს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ურჩევნიათ, საერთოდ აარიდონ თავი სასიყვარულო ურთიერთობას.
2. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შიშობენ, რომ ვერავის მოხიბვლას ვერ შეძლებენ, არ აქვთ თვითშფასების მაღალი ხარისხი. ასევე ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მზად არიან ყველაფერი გაიღონ საყვარელი ადამიანისთვის, შეუძლებელიც კი შეძლონ, მაგრამ ეშინიათ, რომ იმავეს ვერ მიიღებენ უკან, ეშინიათ, რომ სიყვარულით არ უპასუხებენ და იმედი გაუცრუვდებათ. ამიტომაც, სერიოზულ სასიყვარულო კავშირებს გაურბიან.
3. ქალწული - თქვენ პერფექციონისტი ხართ და სრულყოფილ სიყვარულზე ოცნებობთ. მაღალ სტანდარტებს აწესებთ, რის გამოც, ადამიანები გაგირბიან. ამ სტანდარტების გამო საკუთარ თავს არ აძლევთ ჩვეულებრივი მოკვდავების შეყვარების უფლებას. გეშინიათ, რომ ურთიერთობა ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც თქვენ გსურდათ, ამიტომაც, უსიყვარულოდ ცხოვრებას ამჯობინებთ.
4. მორიელი - ადამიანებისთვის ნდობის გამოცხადება ძალიან გიჭირთ. სიყვარულს კი, პარტნიორის ნდობა სჭირდება. ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ საყვარელ ადამიანში არ გაგიმართლებთ, რომ შეუფერებელ ადამიანს მიენდობით. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენლად გაშინებთ სასიყვარულო ურთიერთობები.
5. მშვილდოსანი - ძალიან გეშინიათ სიყვარულის იმიტომ, რომ გეშინიათ მოწყენილობის, რომელიც შესაძლოა ხანგრძლივად ერთი ადამიანის გვერდით ცხოვრებამ მოგიტანოთ. ასევე გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. ნამდვილ სიყვარულს მარტივ და ხანმოკლე ურთიერთობებს ამჯობინებთ.