უსიამოვნო საუბრის დროს კატა დაგეხმარებათ - როგორ გრძნობენ ფისოები უარყოფით ენერგიას?
ალბათ კატების მაგიური შესაძლებლობების შესახებ ყველას გსმენიათ. ისინი ნამდვილად წარმოუდგენელ ძალას ფლობენ - ჭრილობებს არჩენენ, ნერვებს ამშვიდებენ და პატრონს სახლის „კარგი“ და "ცუდი" ადგილებისკენ მიუთითებენ.
თუ ახალი ბინა იყიდეთ ან იქირავეთ, ეცადეთ, რომ პირველად, ახალ საცხოვრებელში კატა შევიდეს. ამასთან, აუცილებელი არაა, რომ ეს თქვენი კატა იყოს.
ითვლება, რომ კატები კარგად გრძნობენ ენერგიას და ცხოვრებისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილს ინსტიქტურად ირჩევენ. დააკვირდით, სად დაწვება კატა და სწორედ ამ ადგილას დადგით თქვენი ლოგინი ან ეცადეთ დროის უმეტესი ნაწილი ამ ადგილას გაატაროთ.
თუ კატა ერთს ადგილს დიდხანს უყურებს, ამაზე უნდა დაფიქრდეთ. ჩვეულებრივ, კატა ძალიან იძაბება, როდესაც ნეგატიურ ენერგეტიკას გრნობს. თუ ეს რამდენჯერმე განმეორდა, გირჩევთ ეს ადგილი ნაკურთხი წყლით და ლოცვით გაწმინდოთ.
ყურადღება მიაქციეთ ხალხს, რომელსაც თქვენი კატა ირჩევს. ის თქვენს მიმართ ცუდად განწყობილ ადამიანთან თამაშს არ დაიწყებს და არც მოფერების ნებას მისცემს. ჩვეულებრივ, კატებს პოზიტიურად განწყობილი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანები იზიდავს. ასეთი ადამიანები არსოდეს ეცდებიან მახე დაგიგონ. ისინი ყოველთვის სასურველი სტუმრები და კარგი მეგობრები არიან.
ხშირად კატები უახლოვდებიან ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. ისინი დაავადებული ადგილის სიახლოეს მოიკალათებენ და უარყოფით ენერგიას იზიდავენ. არც თუ იშვიათად, ადამიანი „ფისოთერაპიის“ შედეგად იკურნება და ძლიერი და ჯანმრთელი ხდება. გახსოვდეთ, კატა ცუდი ადამიანის მკურნალობისთვის თავს არ შეიწუხებს, ასე რომ, თუ მან მკურნალობის ობიექტი აირჩია, ის სავარაუდოდ, კარგი ადამიანია.
სხვათა შორის, კატა შეიძლება უარყოფითი ენერგიის მქონე ადამიანებისგან თავის დაცვის საშუალებად გამოიყენოთ. გირჩევთ, უსიამოვნო საუბრის დროს, ფისო ახლოს დაისვათ. სასურველია, საუბრის დროს მარცხენა ხელით ფისოს კისერთან ეფეროთ, მარჯვენა ხელით კი კუდთან. ამ გზით ენერგეტიკულ რკალს შექმნით და უცხო ენერგიას გზას ჩაუკეტავთ.
თუ თავს დაღლილად გრძნობთ, უბრალოდ კატას მოეფერეთ - ეს სტრესისა და დაღლილობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ხოლო თუ თეთრ კატას მოეფერებით, შეიძლება მხედველობის პრობლემებიც მოაგვაროთ.
კატა იდუმალი ცხოველია. თითოეული კატა ინდივიდუალურია და საკუთარ, საგანგებო ენაზე ლაპარაკობს. ამის გასაგებად, კატის მოქმედებას უნდა დააკვირდეთ და თქვენს წინაშე ენერგიების მთელი სამყარო გაიხსნება.