თეგებით ძიება

ტესტი: შენი იდეალური ურთიერთობა

ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და უნიკალური, ზუსტად ამ თეორიიდან გამომდინარე თითოეული ადამიანის წარმოსახვაში არსებობს მისი წარმოდგენა იდეალურ ურთიერთობაზე, და როგორი წარმოდგენაც აქვს ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთ ურთიერთობას იზიდავს.

ვიღაცას შესაძლოა, არც კი უფიქრია იდეალურ ურთიერთობაზე, რადგან გქონდეს იდეალური ურთიერთობა ესეც არჩევანია და ადამიანი ძალიან ხშირად, ვერც კი აცნობიერებს, რომ დღეს როგორი ურთიერთობაც გააჩნია მისი თავისუფალი არჩევანია.

იმისათვის, რომ უკეთ გააცნობიეროთ, თუ როგორია თქვენთვის იდეალური ურთიერთობა, ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც ერთის მხრივ გაგახალისებთ და მეორეს მხრივ დაგაფიქრებთ, დაგანახებთ თქვენს აღქმასა და დამოკიდებულაბს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე:

მაშ ასე, გთავაზობთ ტესტს: "შენი იდეალური ურთიერთობა“

ტესტი: შენი იდეალური ურთიერთობა


კარგად დააკვირდით ფოტოზე გამოსახულ მოცეკვავე წყვილებს და ინტუიციურად აირჩიეთ თქვენი წყვილი, ხოლო პასუხები იხილეთ, ნუმერაციის მიხედვით!

1. მოცეკვავე წყვილი
ემოციების ბუმი, ამოუცნობი და გამბედავი მოქმედებები - ყოველივე ეს თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში გახასიათებთ. ამ ორმხრივ მიზიდულობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. თქვენ ემორჩილებით თქვენი პარტნიორის იმპულსურობას და ის კი ემორჩილება თქვენს დაუმორჩილებელ ხასიათსა და უშრეტ ენერგიას.

2. მოცეკვავე წყვილი
თქვენი იდეალური ურთიერთობის სიმბოლოა თქვენს შორის იდეალური ბალანსი: ორი პიროვნება, რომელიც ქმნის ერთ მთლიანს და ერთიანდებიან. ეს არის მყარი და ძლიერი კავშირი, რომელსაც შეუძლია ორი შეყვარებული გული დააკავშიროს ხანგრძლივად.

3. მოცეკვავე წყვილი
თქვენი იდეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდება თქვენი და თქვენი პარტნიორის ერთობლივი მონაწილეობით, რადგან ირჩევთ სულიერად მონათესავე ადამიანს, აქედან გამომდინარე თქვენი ურთიერთობა სულიერ კავშირზეა აგებული, რომელიც აერთიანებს ორ სულს და ერთმანეთს სულიერად გრძნობენ, საერთო ინტერესები გაგაჩნიათ, ორივე პიროვნება აფასებთ პირად სივრცესა და თავისუფლებას, ერთმანეთის აზრსა და შეხედულებას პატივსცემთ.

4. მოცეკვავე წყვილი
თქვენი იდეალური წყვილი ჰარმონიულ და სანდო კავშირზეა დაფუძნებული, რაც ქმნის ბედნიერ ოჯახს. თქვენ არ გეუფლებათ სულსწრაფობა და არ ყვებით ემოციებს, წყვილში ორივე მიისწრაფით და მიილტვით სტაბილურობისკენ, ენდობით ერთმანეთს.

5. მოცეკვავე წყვილი
თქვენი იდეალური კავშირი ვნებებზეა აგებული, მჩქეფარე მოვლენებით და გამუდმებულ წინსვლაზე ორიენტებულ მოქმედებებზე. თქვენს გვერდით სუსტს ვერ შეეგუებით ან ისეთ პიროვნებას, რომელიც ჩამოგრჩებათ, თქვენთვის მისაღებია მხოლოდ ლიდერი, ძლიერი სულის ადამიანი, ასეთ კავშირს ,,ანგარებიანსაც“ უწოდებენ, რადგან წინასწარ გათვლილი გაქვთ ყოველივე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ თუ მხოლოდ ასეთ ურთიერთობაში გრძნობთ თავს კომფორტულად და ბედნიერად.

6. მოცეკვავე
თქვენთან ახლოსაა თავისუფალი ურთიერთობა, მხოლოდ ასეთი ფორმის ურთიერთობას თვლით იდეალურად, თქვენ აფასებთ პირად თავისუფლებას, როდესაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ხართ იმისგან, რომ ვინმეზე და რაიმეზე დაკარგოთ დრო, ფიქრები და მოქმედებები, ზუსტად ამიტომ არასოდეს დათმობთ თქვენს პრინციპებს პარტნიორის გამო. მთავარია მსგავსი ადამიანი ნახოთ, რომელიც ზუსტად ასე უყურებს სამყაროს, როგორც თქვენ, მაშინ მართლაც ნამდვილად ბედნიერად იგრძნობთ თავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა